ეს კვირა პროდუქტიულია კონტაქტების, სიახლეების, მოგზაურობისა და ინფორმაციის მხრივ. კვირის პირველ ნახევარში შეძლებთ წარმატებით დაასრულოთ წინა თვეში დაწყებული მრავალი საქმე, შეაჯამოთ გასული თვის ზოგიერთი შედეგი და გამოიტანოთ შესაბამისი დასკვნები. ახალი საქმის დაწყება ამ კვირის პირველი ორი დღის განმავლობაში რეკომენდებული არ არის. კვირის მეორე ნახევარში შეძლებთ ახალი პერსპექტიული კავშირების დამყარებას გავლენიან ადამიანებთან.
ამ კვირაში მოგიწევთ დაიცვათ თქვენი ავტორიტეტი და შესაძლოა სამუშაო საკითხებში თქვენი კომპეტენტურობის დამტკიცებაც მოგიხდეთ. ოთხშაბათს წარმატებული იქნება მოგზაურობა და მივლინება. არ დაიზაროთ, აკეთეთ თქვენი საქმე და სხვებსაც მიეცით საშუალება, თავიანთი საქმეები მოაგვარონ. ახლა უახლოესი მომავლისა და საკუთარი რეპუტაციისთვის უნდა იმუშაოთ. აკონტროლეთ თქვენი ემოციები, იყავით ტაქტიანი ურთიერთობებისას და გახსოვდეთ, რომ ნაჩქარევად მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ინანებთ. პარასკევს სავარაუდოა ახალი პერსპექტიული ნაცნობობა, ასევე, ძველი შეწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა.
სასიკეთო დღეები: 26, 28.
არასასიკეთო დღე: 25.
კურო
ამ კვირაში ბევრი წარმატებული საქმე, სასიამოვნო ურთიერთობები და გართობა გელოდებათ. საინტერესო სიახლეები, პერსპექტიული ნაცნობები და მნიშვნელოვანი საუბრები გაგამხიარულებთ. საშუალება გექნებათ მთელი ძალები სამსახურს მოახმაროთ და აჩვენოთ, რა ღირებული და შეუცვლელი თანამშრომელი ხართ. სამშაბათს შესაძლოა ძველმა იურიდიულმა პრობლემებმა შეგახსენოთ თავი. პარასკევს გამოჩნდება დაუმთავრებელი საქმეები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. შეძლებთ განახორციელოთ პერსპექტიული გეგმები, რომლებიც ადრე გადადებული გქონდათ, დადოთ მომგებიანი გარიგებები და უზრუნველყოთ კარგი ფულადი შემოსავალი თქვენთვის. შაბათ-კვირა კარგი დროა გარდერობის განახლებისთვის ან სახლისთვის ნივთების შესაძენად.
სასიკეთო დღეები: 29, 30.
არასასიკეთო დღე: 27.
ტყუპი
ამ კვირაში თქვენი მიმზიდველობის, მომხიბვლელობისა და ორიგინალურობის ხარისხი გაიზრდება, ასე რომ, გარანტირებული გაქვთ საყოველთაო ყურადღება და აღფრთოვანება. გარემოებები თქვენ სასარგებლოდ ვითარდება. შეძლებთ თავი დააღწიოთ თქვენს ცხოვრებაში ბევრ ნეგატიურ ფაქტორს, გარშემორტყმული იქნებით პოზიტიური ადამიანებით. საინტერესო შეხვედრებისა და ნაცნობების ალბათობა იზრდება, ზოგიერთ ადამიანთან ძველ ურთიერთობას კი ახლებურად, ხელსაყრელ ვითარებაში განაახლებთ. მიხვდებით, რომ თქვენი სანუკვარი ოცნება ახდენას იწყებს. ოჯახი თქვენი ერთგული მხარდამჭერი იქნება.
სასიკეთო დღეები: 27, 29.
არასასიკეთო დღე: 30.
ვარსკვლავები მოვლენებით სავსე კვირას გპირდებიან. თქვენი გამოცდილება და ცხოვრებისეული ცოდნა დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ ნებისმიერ სიტუაციას, განსაკუთრებით პროფესიულ სფეროში. სასურველია ენერგია ტყუილად არ დახარჯოთ, ამიტომ მკაფიოდ უნდა წარმოადგინოთ სამოქმედო გეგმა. სამშაბათი კარგი დღეა კარიერული ზრდისა და ხელმძღვანელობასთან სერიოზული საუბრისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ოთხშაბათს სამსახურში ვითარება შეიძლება გამწვავდეს, ამიტომ ამ დღისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების დაგეგმვა სასურველი არ არის. შაბათს შეეცადეთ არ გაართულოთ ურთიერთობები ახლობლებთან ემოციური გამოხტომებით.
სასიკეთო დღეები: 27, 30.
არასასიკეთო დღე: 26.
ამ კვირაში პირადი, ოჯახური ცხოვრება, სავარაუდოდ, თქვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება და შესაძლოა შეშფოთების წყაროც. შეეცადეთ არ იყოთ პესიმისტი. სიმშვიდე და მოთმინება სიტუაციასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. იგივე ეხება ფინანსურ სფეროსაც. ყველაფერი თავის ადგილს დაიკავებს, მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც ელოდით. იძულებით რაიმეს გაკეთების მცდელობა წარმატებას არ მოგიტანთ, უმჯობესია მოითმინოთ. შუა კვირაში ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, დაუკვირდეთ, რაზე საუბრობთ, ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ როგორც საკუთარ თავზე და ისე სხვებზე. შეეცადეთ შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 28, 29.
არასასიკეთო დღე: 26.
ამ კვირაში კარგ ხასიათზე იქნებით, თქვენი დადებითი ენერგია კი სხვებსაც გადაეცემათ. თქვენი კარგი განწყობა დაგეხმარებათ წარმატებით გაუმკლავდეთ ნებისმიერ ამოცანას და სასურველ შედეგს მიაღწიოთ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ ფრონტზე. კარგი დროა ახალი იდეებისა და თამამი პროექტების პოპულარიზაციისთვის, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოთხშაბათისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრები არ დაგეგმოთ, რადგან ყურადღების მოკრება ძალიან გაგიჭირდებათ. ხუთშაბათს მშვიდად დაკავდით თქვენი საქმით მაგრამ მანამ, სანამ დაღლილობას იგრძნობთ. ამ შემთხვევაში უმჯობესია სამუშაო რაც შეიძლება მალე შეწყვიტოთ, თავს ძალას თუ დაატანთ, კარგი არაფერი გამოვა, მხოლოდ შეცდომებს დაუშვებთ. შაბათს უარს ნუ იტყვით სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობაზე.
სასიკეთო დღეები: 25, 27
არასასიკეთო დღე: 30.
სამსახურში თქვენი საქმეები ძალიან წარმატებულად განვითარდება. შეიძლება გააქტიურდეს ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. შეგიძლიათ პერსპექტიული შეთავაზებებისა და წარმატებული შეხვედრების იმედი გქონდეთ. გახსოვდეთ, რომ ძირითადი პრინციპები, რომლებიც თქვენს ნიშანს ახასიათებს, არის დამოუკიდებლობა და კეთილგანწყობა და მიჰყევით მათ. კვირის ყველაზე დატვირთული დღე ორშაბათია. ხუთშაბათს გადაჭარბებული ემოციურობა სიტუაციის სწორად შეფასებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს შეგიშლით, ამიტომ ეცადეთ საკუთარი თავი აკონტროლოთ. მოერიდეთ ნებისმიერ უთანხმოებას საყვარელ ადამიანებთან.
სასიკეთო დღეები: 26, 28.
არასასიკეთო დღე: 29.
მორიელი
ამ კვირაში წარმატება და იღბალი თქვენ მხარეს იქნება. შეგიძლიათ მარტივად დაამტკიცოთ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და მიიღოთ ძალიან ხელსაყრელი სამუშაო შეთავაზება. განსაკუთრებით კარგი კვირაა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის. თქვენი კომუნიკაბელურობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ყურადღება მიაქციეთ სიახლეებს, რათა თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოტოვოთ. შაბათ-კვირას მოერიდეთ გადაჭარბებულ კონტაქტებს. ყველაზე უკეთესია, დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 28, 30.
არასასიკეთო დღე: 27.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თქვენთვის ეს კვირა ნათელი და შთაბეჭდილებებით, მოვლენებით, შეხვედრებითა დატვირთული იქნება. ხელსაყრელი დროა ახალი სამსახურის და ახალი მეგობრების მოსაძებნად. იუმორის გრძნობამ და პიროვნულმა მომხიბვლელობამ შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს თქვენს წარმატებაზე მრავალ საქმეში. ყველაზე ადვილი იქნება წარმატების მიღწევა სამართალში, მსახიობის ოსტატობაში, სპორტში. დასვენება არ დაივიწყოთ. კარგი იქნება, თუ ხანმოკლე მოგზაურობაში წახვალთ. ოჯახურ საქმეებში შაბათ-კვირის გეგმების შეუსაბამობის გამო შესაძლებელია კამათი. იყავით მომთმენი, წადით გონივრულ კომპრომისზე.
სასიკეთო დღეები: 29, 30.
არასასიკეთო დღე: 25.
კვირის პირველ ნახევარში ნუ ეცდებით, საკუთარ შესაძლებლობებს გადააჭარბოთ. ეს ის შემთხვევაა, როცა უმჯობესია საერთოდ არაფერი გააკეთოთ, ვიდრე დაწყებული საქმე რაღაც მომენტში დაამუხრუჭოთ. მოუსმინეთ კოლეგების რჩევებს, რადგან საერთო საქმეს აკეთებთ. ორშაბათს რამდენიმე საქმემ ერთდროულად არ უნდა გაგიტაცოთ, ამან შეიძლება ირგვლივ მყოფების გაღიზიანება გამოიწვიოს. ოთხშაბათს სასწრაფოდ მოგიწევთ არაერთი გადაუდებელი გადაწყვეტილების მიღება. პარასკევს არ დაგეგმოთ რაიმე სერიოზული, რადგან სავარაუდოა განწყობის მკვეთრი ცვლილება. შაბათი ძალზე შესაფერისი დღეა ახალი წამოწყებისთვის.
სასიკეთო დღეები: 27, 30.
არასასიკეთო დღე: 26.
ამ კვირაში უამრავი შემოთავაზება გექნებათ. მოგიწევთ დიდი შრომა, რომ დაუკვირდეთ საკუთარ ინტერესებს და არავის აწყენინოთ. სამშაბათს კონცენტრირება უნდა მოახდინოთ და ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ, არაა დრო, რომ თავი აარიდოთ სამუშაოს და პასუხისმგებლობას გაექცეთ. თქვენი შრომა უდავოდ კარგ შედეგს მოიტანს, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში. შესანიშნავი დროა პირადი საკითხების მოსაგვარებლად. შეეცადეთ მეტი ყურადღება მიაქციოთ საყვარელ ადამიანებს, რათა მათთან ურთიერთობა განამტკიცოთ. კვირა დღე კარგია პაემნისთვის.
სასიკეთო დღეები: 27, 28.
არასასიკეთო დღე: 30.
დიდი ალბათობით, ეს კვირა თქვენთვის პოზიტიური აღმოჩნდება ცხოვრების ყველა სფეროში, ვარსკვლავების დადებითი გავლენის გამო. ხელსაყრელი დროა სამუშაოს შესაცვლელად, ახალ უფროსებთან და კოლეგებთან შესახვედრად. საკითხი, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, თითქმის ძალისხმევის გარეშე მოგვარდება. პარასკევს განსაკუთრებული წარმატება გელით ინტელექტუალურ სფეროში. თქვენს ნათელ გონებას მრავალფეროვანი იდეები ეწვევა და ამის გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერდეთ. ოჯახში ურთიერთგაგება და ჰარმონია სუფევს.
სასიკეთო დღეები: 26, 29.
არასასიკეთო დღე: 25.
თამთა გურული
კომენტარები