fbpx
ქართველები უცხოეთშიnewsსაქართველო

სამშობლოში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლი

რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში 16 აპრილს უკრაინის ქალაქ რუბეჟნოეში (ლუჰანსკის ოლქი) დაღუპული ქართველი მებრძოლები – ზაზა ბიწაძე და ალეკო ცაავა 24 აპრილს სამშობლოში ჩამოასვენეს.

ისინი საქართველოში პოლონეთის დედაქალაქის – ვარშავის გავლით გადმოასვენეს.

წინა დღეს, 23 აპრილს საქართველოში ჩამოასვენეს 16 აპრილს რუბეჟნოეში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი – არკადი კასრაძე.

სამივე დაღუპულის სამოქალაქო პანაშვიდი უკრაინაში რამდენიმე დღის წინ  გაიმართა.

უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას უკვე ცხრა ქართველი მოხალისე მეომარი შეეწირა.

ქალაქ ირპენთან დაღუპული დავით გობეჯიშვილი, გია ბერუაშვილი და დავით რატიანი საქართველოში მარტში ჩამოასვენეს.

15 აპრილს უკრაინიდან, ვარშავის გავლით, თბილისში ჩამოასვენეს  2 ქართველი მოხალისე მებრძოლი – 21 წლის ნიკოლოზ შანავა და 47 წლის დავით მენაბდიშვილი. ისინი ბატალიონ „კარპატსკა სიჩის“ წევრები იყვნენ და 9 აპრილს ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად შეტაკების დროს დაიღუპნენ.

19 მარტს მარიუპოლში დაიღუპა ბახვა ჩიქობავა. ალყაშემორტყმული ქალაქიდან მისი ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close