მსოფლიოპოლიტიკა

„პუტინი შეპყრობილია მარიუპოლით, რუსეთში 9 მაისს დიდებული სამხედრო აღლუმის გამართვაა დაგეგმილი“ – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ჟურნალ Le Point-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ პუტინს გადაწყვეტილი აქვს, უკრაინაში ომი არ შეწყვიტოს და რომ მას ეს სამხედრო გამარჯვება საკუთარი თავისთვის უნდა.

მაკრონის განმარტებით, პუტინი მარიუპოლით არის შეპყრობილი, რადგან ეს ქალაქი უკრაინის ერთგვარი სიმბოლოა, სადაც პუტინს უარყოფენ:

„დონბასზე თავდასხმაზე ორიენტირებული პრეზიდენტი ახლა გამარჯვების მიღწევას ცდილობს და9 მაისს დიდებული სამხედრო აღლუმის გამართვას ისახავს მიზნად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი მისთვის და რუსეთისთვის.

სწორედ ამიტომ არ მჯერა ჩვენი კოლექტიური შესაძლებლობების და არა მგონია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მას მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანთ“, – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.

მაკრონმა ისიც განმარტა, რა მიზნით ესაუბრება პუტინს ასე ხშირად ტელეფონით:

„თუ არავის გაესაუბრება, მაშინ არ გვეცოდინება, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს. ეს ჩემი გატაცებაა მასთან მიმართებაში და ვამბობ კიდეც ყოველ ჯერზე.

როცა ძალადობის ციკლში შედიხარ, ყველაზე რთულია, შეჩერდე.

კიდევ უფრო საშიში კი ის არის, რომ ეს ყველაფერი შეუქცევადი ხდება“, – აცხადებს მაკრონი.

წყარო: primetime.ge

p. s. „სიენენი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ საფრანგეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს.

შეიარაღებული ძალების მინისტრის, ფლორენს პარლის თქმით, უკრაინული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთი ქვეყანას სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის, თუმცა პარლის არ დაუკონკრეტებია, რა სახის აღჭურვილობაზეა საუბარი.

საფრანგეთმა უკრაინას 100 მილიონი ევროს ღირებულების აღჭურვილობა უკვე მიაწოდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close