მსოფლიოnews

რა მოხდება 14 აპრილს? – დედამიწისკენ მზიდან ამოტყორცნილი პლაზმა მოემართება, რომელიც გეომაგნიტურ ქარიშხალს გამოიწვევს

მზიდან ამოტყორცნილი უზარმაზარი პლაზმა დედამიწისკენ მოემართება და ჩვენს პლანეტამდე ხვალ, 14 აპრილს მოაღწევს.

კორონალური მასის ამოფრქვევა, რომელიც მზის გამოთავისუფლებულ პლაზმას და მაგნიტურ ენერგიას წარმოადგენს, მოდის კვდომის პროცესში მყოფი ლაქიდან, სახელწოდებით AR2987. ეს ნაკადი  ჩვენს პლანეტამდე რომ მოაღწევს, მეცნიერთა პროგნოზით, მცირე პრობლემებს შექმნის.

მზის ლაქებს მზის ზედაპირზე წარმოქმნილ ბნელ ზონებს უწოდებენ. ისინი მუქად იმიტომ ჩანს, რომ მზის ზედაპირის სხვა ნაწილებთან შედარებით უფრო „გრილია“ (მათი ტემპერატურა მაინც ძალიან მაღალია –  3593 გრადუსი ცელსიუსი). ლაქებს მზის მაგნიტური ველის უზარმაზარი ძალა იწვევს, რომელიც კონვექციის პროცესს უშლის ხელს. 11 აპრილს AR2987-მა C კლასის მზის ამოფრქვევა გამოიწვია.

პლაზმის ნაკადის მიერ შექმნილმა გეომაგნიტურმა ქარიშხალმა შესაძლოა შეაფერხოს ხელოვნური თანამგზავრებისა და ელექტრული ქსელის მუშაობა, ასევე, გამოიწვიოს პოლარული ნათება ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი და აიდაჰო.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close