მსოფლიოპოლიტიკა

რუსეთი საქართველოს კოღოების გავრცელებაში ადანაშაულებს

რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი იგორ კირილოვი აცხადებს, რომ არის „სხვადასხვა ტიპის კოღოების დიაპაზონის გადანაცვლება, რომლებიც ადრე მხოლოდ სამხრეთ ქვეყნებში იყო ნაპოვნი, საქართველოდან რუსეთის ფედერაციის შემადგენელი სუბიექტების, მთელ რიგ ტერიტორიაზე ხდება“.

TASS-ის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა რუსეთის მიერ ორგანიზებულ გაეროს უშიშროების საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე „არიას ფორმულაზე“ განაცხადა.

„განლაგების რეგიონში (თბილისი – რედ.) ლუგარის ცენტრში ვითარება განსაკუთრებით უარესდება იმ დაავადებების მხრივ, რომლებიც გადამტანი მწერებით ვრცელდება “, – განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება იგორ კირილოვმა „კოღოების დიაპაზონის ცვლაზე“ 2018 წელსაც გააკეთა.

ამასთან, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსმა იგორ კირილოვმა ასევე განაცხადა, რომ ღორის აფრიკული ჭირი რუსეთში, ევროპასა და ჩინეთში საქართველოდან გავრცელდა.

„დიდი ალბათობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ღორის აფრიკული ჭირის შტამი მომატებული გადამდებობით სწორედ პენტაგონის დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ ბიოლაბორატორიაში შეიქმნა“, – დასძინა მან.

რუსეთი წლების განმავლობაში ადანაშაულებს თბილისის ლუგარის ლაბორატორიას ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებაში.

მოსკოვმა დეზინფორმაციული კამპანია თბილისის ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ გააძლიერა. რუსი ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის მსგავს ობიექტებზე ბიოლოგიური იარაღიც მუშავდებოდა.

cnews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close