დღეს, 6 აპრილს სკანდალურად ცნობილი რუსი პოლიტიკოსი, „პოლიტიკურ კლოუნად“ წოდებული ვლადიმირ ჟირინოვსკი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. მან ამ განცხადების გასაკეთებლად სხდომა შეწყვიტა.
ვლადიმირ ჟირინოვსკი კორონავირუსის გართულებების შედეგად მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში თებერვლის დასაწყისში მოათავსეს. რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში აცხადებდნენ, რომ მათი ლიდერი გამოჯანმრთელებისკენ მიდის, თუმცა ჟირინიოვსკი ბოლო კვირების განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და სოციალურ ქსელებში 2-3-ჯერ ინფორმაციც კი გავრცელდა მისი სიკვდილის შესახებ.
25 მარტს სენატორმა პრონიუშკინმაც დაწერა თავის „ტელეგრამ“ არხზე ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ, თუმცა შემდეგ პოსტი წაშალა და ბოდიში მოიხადა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები