პოლიტიკასაქართველო

უკრაინაში უკვე მეოთხე ქართველი მებრძოლი დაიღუპა

რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 51 წლის დავით გობეჯიშვილი შეეწირა. იგი 25 მარტ კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ირპენში დაბომბვის დროს დაიღუპა

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა თანამებრძოლმა ზაალ ლატარიამ დაწერა.

„რა ვთქვა, არ ვიცი, ძმაო, შოკში ვარ, კიდევ ერთი ქართველი გმირი დავკარგეთ“.

ქართველი მებრძოლის ახლობლები მედიას მის შესახებ უყვებიან. იგი სოხუმიდან დევნილი იყო და ტყიბულში ცხოვრობდა. როგორც დავით გობეჯიშვილის თანამებრძოლი ზაალ ლატარია ამბობს, იგი ირპენში რამდენიმე დღის ჩასული იყო. გობეჯიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა.

„შევურიგდი პირველ ცოლს“, – წერდა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ქართველი მებრძოლი Facebook-ზე, სადაც იარაღთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა.

„პოლონეთში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ იქ ჩასული ვერ გაჩერდა და უკრაინაში გადავიდა. მეუბნებოდა: მაინცდამაინც ჩემს შვილებამდე უნდა მოვიდნენ, საფრთხე რომ ვიგრძნოთო? ის სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, ვერ გაჩერდებოდა. 5 დღის ჩასული იყო ირპენში, მიმალავდა, მეუბნებოდა კიევში ვარ და მშვიდი ვითარებააო. რა მოხდა, როგორ დაიღუპა, არ ვიცით. აგვისტოს ომში იბრძოდა, სადაც ოთხი თითი დაკარგა. ჩვენთვის ის ნამდვილად გმირია“, – აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე მარიკა კუბლაშვილი „კურიერთან“ საუბარში.

არსებული ინფორმაციით, დავით გობეჯიშვილის ცხედარი ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს და  პროზექტურაშია გადასვენებული.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინაში კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დავით რატიანი და გია ბერიაშვილი თბილისში ჩამოასვენეს და 26 მარტს სამხედრო პატივით დაკრძალეს, ბახვა ჩიქობავას სამშოლოში ჩამოსვენება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close