პოლიტიკასაქართველო

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი თბილისში სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ქართველი მებრძოლები ტაძრებიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გამოასვენეს. გია ბერიაშვილი თემქის, ხოლო დავით რატიანი ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს.

დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთისა და წმინდა მარიამ ეგვიპტელის ტაძრებში გაიმართა. დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს რიგითმა მოქალაქეებმა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

საქართველოს ორი მოქალაქის, გია ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები სამშობლოში 24 მარტს გადმოასვენეს. ისინი 18 მარტს კიევთან ახლოს, ირპენის რეგიონში, რუსების მიერ კიევზე განხორციელებული შეტევის მოგერიების დროს დაიღუპნენ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close