მსოფლიოპოლიტიკა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 140-მა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ მეორედ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხუთშაბათს, 24 მარტს უკვე მეორედ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს და მოუწოდებს რუსეთს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს“ საომარი მოქმედებები უკრაინაში და „სამოქალაქო პირებსა და სამოქალაქო ობიექტებზე ყველა თავდასხმა“. ახალ რეზოლუციას მხარი 140-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის არის საქართველოც. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ერიტრეამ. 38 ქვეყანამ, მათ შორის, ჩინეთმა თავი შეიკავა.

ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში გაეროს გენერალური ასამბლეა აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრამ შექმნა ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორიც საერთაშორისო საზოგადოებას ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს. რუსული აგრესიის შედეგად ერთ თვეზე ნაკლებ დროში 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი, მათგან 3,5 მილიონი ადამიანი საზღვარგარეთ დევნილი გახდა, აქედან ნახევარი ბავშვია.

ამ რეზოლუციის პროექტი უკრაინამ და მისმა მხარდამჭერმა რამდენიმე ქვეყანამ წარადგინა.

2 მარტს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო პირველი რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მაშინ რეზოლუციას მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის, საქართველომ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close