უკრაინელი ჯადოქრები პუტინის დასასჯელად ემზადებიან – რას უნდა ელოდოს რუსეთის პრეზიდენტი „ჯადოსა და წყევლის“ დღეს
უკრაინელმა ჯადოქრებმა და მაგებმა, უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის მოწოდების შემდეგ, პუტინის წინააღმდეგ მაგიური რიტუალების ჩატარება გადაწყვიტეს. მაგების მიზანია, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინასთან ბრძოლაში დამარცხდეს.
ჯადოქრები უკრაინული არმიის მხარდამჭერ რიტუალსაც აღასრულებენ იმისათვის, რომ ჯარისკაცები მტერთან ბრძოლაში კიდევ უფრო გაძლიერდნენ.
რიტუალი, რომელიც 3 ნაწილისგან შედგება, უკრაინის ერთ-ერთ მთაზე გაიმართება, რისთვისაც მათ სპეციალური ადგილი უკვე გამოუყვეს.
„31 მარტს, მთვარის 29-ე დღეს – ჯადოსა და წყევლის დღეს, ჩვენ ჯადოქრები, მეგობარ უცხოელ კოლეგებთან ერთად, უკრაინელი ხალხის მტრის – ვლადიმერ პუტინის დასჯის რიტუალს ჩავატარებთ“, – ამბობს რიტუალის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
მისივე თქმით, უკვე შერჩეულია 13 ჯადოქრისგან შემდგარი წრე და მომზადებულია სარიტუალო რეკვიზიტები.
rustavi2.ge
კომენტარები