მსოფლიოპოლიტიკა

პუტინი დაზვერვას აღარ უსმენს – გენერლები და ოფიცრები დაკითხვაზე ჰყავთ, შინაპატიმრობაში უშვებენ და პოსტიდან ხსნიან – Focus

იმ დიდი ჩავარდნის გამო, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ იწვნია, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის დაზვერვას შორის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა. უკრაინაში კრახის შემდეგ პუტინი უარს აცხადებს, თავის საკუთარ დაზვერვის სამსახურს მოუსმინოს.

როგორც გამოცემა Focus-ი წერს, ვლადიმირ პუტინმა თავისი სპეცსამსახურების წმენდა დაიწყო. ამის მთავარ მიზეზად კი სახელდება უკრაინაში დაწყებული ომის დროში გახანგრძლივება და შეუსრულებელი გეგმა.

პუტინს ჰპირდებოდნენ, რომ კიევის ასაღებად მაქსიმუმ ერთი კვირა დასჭირდებოდა.

როგორც რუსული დაზვერვის ექსპერტი ანდრეი სოლდატოვი აღნიშნავს, ომი უკრაინაში იმით დაიწყო, რომ პუტინმა საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა შიდა დაზვერვის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს. რამდენიმე კვირის შემდეგ სადამსჯელო ღონისძიებები დაიწყო ФСБ-ში. საკმაოდ ცუდ დღეში აღმოჩნდა საგარეო დაზვერვაზე პასუხისმგებელი დეპარტამენტი.

გენერალი სერგეი ბესედა და სპეცსამსახურის ოფიცერი დაკითხეს და შიდა პატიმრობა მიუსაჯეს. ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე რომან გავრილოვი კი გაათავისუფლეს.

ყველა ეს შემთხვევა უკავშირდება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც პუტინისთვის არასახარბიელოდ წარიმართა. კრემლში პუტინთან დაახლოებული პირები ამას დაზვერვას აბრალებენ.

ბოლო მონაცემების თანახმად, პუტინი კრემლში აღარ დადის. ის სპეციალურად მოწყობილ ბუნკერშია გადასული.

ipress.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close