მოგზაურობაnewsსაბერძნეთი

საბერძნეთში ჩასასვლელად დღეიდან სპეციალური ფორმის შევსება საჭირო აღარ არის

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 15 მარტიდან უქმდება PLF (Passenger Locator Form) საერთაშორისო რეისების ყველა მგზავრისთვის, რომლებიც საბერძნეთში ჩადიან. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

მგზავრებს, რომლებიც უცხო ქვეყნის ნებისმიერი პუნქტიდან მიემგზავრებიან საბერძნეთში, აღარ მოუწევთ წინასწარ სპეციალური ელექტრონული კითხვარის – PLF-ს შევსება.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა კომისიის რეკომენდაცია, რომელიც მათ მარტის პირველ ნახევარში შეიმუშავეს.

ამასთან, საბერძნეთში ჩამსვლელებისთვის ისევ აუცილებელი რჩება ვაქცინაციის ცნობა და მის შემოწმებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

„PLF-ს გაუქმება მოგზაურთათვის საბერძნეთში ჩასვლის პროცედურას ამარტივებს. აქცენტი გადადის აცრის სერტიფიკატების კონტროლზე. ამას გარდა, ტურისტული ოპერატორებისთვის ახალი სამედიცინო პროტოკოლების მიღება საბერძნეთს ერთი ნაბიჯით წინ აყენებს კონკურენტებთან შედარებით. კიდევ ერთ წელს მზად ვართ უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ჩვენი ქვეყნის სტუმრებს“, – აცხადებს ტურიზმის მინისტრი ვასილის კიკილიასი.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close