მსოფლიოსაზოგადოება
რა განძი წაიღო 20 წლის უკრაინელმა გოგონამ ქვეყნიდან გაქცევისას
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც უკრაინელი გოგონაა აღბეჭდილი, რომელმაც ქვეყნიდან გაქცევისას მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი განძი – ქართველ დაქალთან ერთად გადაღებული სურათი წაიღო.
„ლვოვიდან (ქალაქი უკრაინაში) ლტოლვილ გოგოს ჰკითხეს გერმანელმა ჟურნალისტებმა, თუ რა წაიღო გაქცევისას თან. რა იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი განძი, რისი წაღებაც მოასწრო და იცით რა აჩვენა ჟურნალისტებს ამ 20 წლის უკრიანელმა გოგომ? – ფოტო,რომელიც თან წაიღო და ამ სურათზე თვითონ და მისი საუკეთესო დაქალი ნანუკაა საქართველოდან.
ეს არის ჩემი განძიო ეუბნება, მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას მაგონებსო. მხოლოდ ეს ერთი ფოტო წამოვიღე გამოქცევისასო. Слава Україні!!! დიდება გმირებს!! “ – წერს Facebook-ის მომხმარებელი მიხეილ ხაჩიძე.
კომენტარები