ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 7-13 მარტი

7 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. ამ კვირის დასაწყისში შეეცადეთ განსაკუთრებით ფრთხილად იყოთ, რადგან მოსალოდნელია ტექნიკის დაზიანება. ზოდიაქოს ბევრი ნიშანი შეიძლება ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს, რაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ გარკვეულ ვალდებულებებსაც გულისხმობს. კვირის მეორე ნახევარი მომგებიან კონტრაქტებს (მათ შორის, უცხოელ პარტნიორებთან), რომანტიკულ პაემნებს, საინტერესო მოგზაურობებს გვპირდება.

 

ვერძი

2022 წელს ვერძი თავისი შესაძლებლობების ზღვარზე ცხოვრობს, თუმცა ეს ყოველთვის ნაყოფს არ იძლევა, ზოგჯერ შეიძლება დიდი ძალისხმევა დაიხარჯოს და შედეგი ნულოვანი აღმოჩნდეს. მაგრამ ახლა ბედნიერების კარიბჭე ღიაა თქვენთვის, შეგიძლიათ უსაფრთხოდ ჩაერთოთ თავგადასავლებში, განახორციელოთ ახალი წამოწყებები, თამამი იდეები, რომლებიც მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს არარეალური. ცადეთ ამ კვირაში გააკეთოთ ის, რაც აქამდე არასოდეს გიცდიათ. პლანეტების გავლენა დაგეხმარებათ იპოვოთ გამოსავალი თქვენს ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად. შეეცადეთ შაბათ-კვირა მყუდრო გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 7.

 

კურო

ეს კვირა, ვარსკვლავების დადებითი გავლენის წყალობით, ოჯახურ ურთიერთობებში მხიარულ განწყობასა და ჰარმონიას გპირდებათ. სამსახურში შესაძლებელია გაუთვალისწინებელი მოვლენები, რაც ასევე მოგცემთ საშუალებას, დატკბეთ საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციით. ოთხშაბათს მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბრებია მოსალოდნელი. ახლა საკუთარ თავში ისეთ თვისებებს აღმოაჩენთ, რომლებზეც ადრე არც კი გიფიქრიათ, ან საგულდაგულოდ „მალავდით“. პრობლემები, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაწუხებდათ, მოგვარდება. კარგი დროა რომანტიკული მოგზაურობისთვის.

სასიკეთო დღეები: 8, 11.

არასასიკეთო დღე: 13.

 

ტყუპი

ყველაფერი უმნიშვნელო, რამაც აქამდე ხელი შეგიშალათ თქვენი მიზნების მიღწევაში ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ამ კვირაში აღმოიფხვრება, ბევრი სირთულე წარსულში დარჩება. თქვენ აღარ განიცდით მუდმივ ზეწოლას პროფესიულ ასპარეზზე და პირად ცხოვრებაშიც, ვარსკვლავების დადებითი გავლენის წყალობით, ბევრი აქამდე გადაუჭრელი საკითხი დადებითად გადაწყდება. ახლა იწყება პერიოდი, როცა გონიერი ტყუპები შეეცდებიან, კარგად დაისვენონ და კვლავ იგრძნონ ცხოვრების გემო.

სასიკეთო დღეები: 10, 13.

არასასიკეთო დღე: 7.

 

კირჩხიბი

შესაძლოა თქვენ თვითონაც არ იცოდეთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც ამ კვირაში გამოავლენთ. პლანეტების ხელსაყრელი მდებარეობა დაგეხმარებათ თქვენი ნიჭისა და ორგანიზატორული თვისებების სრულად გამოვლენაში. სამსახურში, დიდი ალბათობით, ხელმძღვანელობა და კოლეგები სასიამოვნოდ გაოცდებიან თქვენი მიღწევებით. პირად და ოჯახურ საკითხებში ბევრი კირჩხიბი შეძლებს საკუთარი საუკეთესო მხარის წარმოჩენას – მთავარია მიღებული იმპულსი არ დაკარგოთ! ამავე დროს, დროა ფორმაში ჩადგეთ. გამოიყენეთ განსხვავებული კვების მეთოდი, გადადით ვეგეტარიანულ საკვებზე, იყიდეთ სპორტული ფორმა და ირბინეთ დილით: სუფთა ჰაერი, კარგი განწყობა, მაცოცხლებელი ნიავი და… მინუს კილოგრამები გარანტირებულია.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 8.

 

ლომი

ახლა თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობის, სულიერი კომფორტის, დასვენების, შთაგონების პიკზე ხართ. წარმატებული კვირაა თქვენი პირადი ცხოვრებისთვის, ბიზნესისთვის. ამ კვირაში, პლანეტების გავლენის გამო, ბევრ თქვენგანს ექნება დიდი სტიმული ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ყველა სფეროში. ეს პერიოდი თქვენი ნიშნისთვის ძალიან ხელსაყრელია, მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწევთ, თუმცა, ამავე დროს, მოგიწევთ თქვენი პრიორიტეტების გადახედვა და გადაფასება, რათა უკეთ მოემზადოთ შემდგომში ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად. შეეცადეთ შაბათ-კვირა საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 9, 11.

არასასიკეთო დღე: 12

 

ქალწული

ამ კვირაში შეათვალიერებთ, შეაგროვებთ და იყიდით „ყველაფერს და მაშინვე“, ხელმძღვანელობთ პრინციპით: „გადაგდებას ყოველთვის მოვასწრებ“. გამონათქვამი „ორშაბათი მძიმე დღეა“ თქვენ არ გეხებათ. სწორედ ორშაბათს გასცემთ მაქსიმუმს და კმაყოფილი დარჩებით როგორც საკუთარი თავით, ისე მიღებული შედეგით. სამშაბათს კი იგრძნობთ სიზარმაცის დაუძლეველ შემოტევას და მუშაობა დაგეზარებათ. ამავე დროს, თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება ნათესავებთან და კოლეგებთან ჰარმონიული ურთიერთობა. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას მხიარულ გარემოში გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 12, 13.

არასასიკეთო დღე: 10.

 

სასწორი

ბოლოს და ბოლოს თქვენი სურვილი, რომ ცხოვრებაში რაიმე სიახლე შეიტანოთ, შესრულდება! განსაკუთრებით გაუმართლებთ ზოდიაქოს ამ ნიშნის შემოქმედებით წარმომადგენლებს. სამსახურში შეძლებთ ძალიან მოულოდნელი, საინტერესო იდეის შეთავაზებას, რაც პოზიტიურ გავლენას მოახდენს თქვენს კარიერაზე. პირად ცხოვრებაში გექნებათ ახალი ინტერესები, შესაძლოა ახალმა ნაცნობობამ და მეგობრობამაც გაამდიდროს თქვენი ურთიერთობები. წინასწარ მოიფიქრეთ, შაბათ-კვირას სად და რა ვითარებაში გაატარებთ დროს, რომ კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 10, 12.

არასასიკეთო დღე: 13.

 

მორიელი

ამ კვირაში ახალი გამოწვევა სამსახურში ადვილი არ იქნება. თავიდან იქნებ შეუძლებლადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ვარსკვლავების გავლენით მას უფრო ადრე გაუმკლავდებით, ვიდრე მოსალოდნელია. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და წინ ვერავინ და ვერაფერი დაგიდგებათ, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ საგნებს ყველა თქვენი თვალით არ უყურებს, ამიტომ გადაამოწმეთ თქვენი გადაწყვეტილებები სხვების მოსაზრებებზე დაყრდნობით. ეს კვირა საუკეთესოა ახალგაზრდების უცხოეთში გასამგზავრებლად.

სასიკეთო დღეები: 9, 11.

არასასიკეთო დღე: 7.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში იღბალი თქვენ მხარესაა და საკმაოდ მარტივად შეძლებთ რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევას. პროფესიულ ასპარეზზე ექსტრემალური დასაქმებაც კი სიამოვნებას მოგანიჭებთ. წარმატებას მიაღწევთ ნებისმიერ საქმეში და გააოცებთ როგორც კოლეგებს, ისე გარშემო მყოფებს თქვენი ენერგიითა და ეფექტურობით. ამავე დროს, ვარსკვლავების გავლენით, შესაძლოა თავი მარტოდ იგრძნოთ, გამორიცხული არ არის განწყობის ცვალებადობა. ახლობლებთან მჭიდრო ურთიერთობა ამ პრობლემას თავიდან აგაცილებთ.

სასიკეთო დღეები: 11, 13.

არასასიკეთო დღე: 8.

 

თხის რქა

თხის რქები წამიერი წარმატების სპეციალისტები არიან. თქვენ ინტუიციურად გრძნობთ დროს და შეგიძლიათ სწრაფად უპასუხოთ ცვალებად სიტუაციებს, მაგრამ პლანეტების ამ პოზიციას შეუძლია თქვენში გახსნას შორსმჭვრეტელი სტრატეგისა და ტაქტიკოსის ნიჭი. ამ კვირაში ვარსკვლავები გირჩევენ, შეჩერდეთ და იფიქროთ მომავალზე. ეს დრო განსაკუთრებით ხელს უწყობს ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულნი არიან სადაზღვევო ბიზნესით. ბევრი თხის რქა ამჟამად ცხოვრებაში ძალიან დიდი ცვლილებების ზღვარზეა. მათ უბრალოდ ახლა უნდა შეადგინონ მომავლის გეგმები, რადგან მათთვის „ოქროს თევზის“ დრო დგება: სურვილები აგიხდებათ, მაგრამ არა ერთ ღამეში!

სასიკეთო დღეები: 10, 12.

არასასიკეთო დღე: 9.

 

მერწყული

ფრთხილად იყავით პირად საქმეებსა და სიყვარულში. ამ პერიოდში მიზანმიმართულად უნდა იზრუნოთ პირად ცხოვრებაზე. შეგიძლიათ იფიქროთ არსებული ურთიერთობების სერიოზულობასა და მიზანშეწონილობაზე, მათი განვითარების პერსპექტივაზე. ახლა იწყებთ ცხოვრებას არა წამიერი სურვილებით, არამედ მომავლის ხედვით, გახდეთ უფრო ჭკვიანი და ბრძენი. პლანეტების პოზიცია ამ კვირაში არ მიესალმება ავანტიურიზმს და არ უყვარს რისკი, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ ყველაფერში, რაც ეხება აზარტულ თამაშებს, გართობას, სპეკულაციებს და სხვა ფინანსურ თავგადასავლებს.

სასიკეთო დღეები: 8, 13.

არასასიკეთო დღე: 7.

 

თევზები

ამ კვირაში ვარსკვლავების დადებითი გავლენა დაგეხმარებათ ისეთი წარმატების მიღწევაში, რაც დადებითად იმოქმედებს როგორც თქვენს კარიერაზე, ისე პირად ცხოვრებაზე. დაიწყეთ თქვენი იდეების განხორციელება. ეს დრო ყველაზე მეტად შეეფერება შემოქმედებითად თვითრეალიზებას – უფრო საკუთარ თავზე ორიენტირებული ხდები. კვირის პირველ ნახევარში შემოქმედებითი განწყობა გიპყრობთ, შაბათ-კვირას კი მიზიდულობის დაუოკებელ გრძნობას განიცდით. რას იზამთ, გაზაფხული მოვიდა!

სასიკეთო დღეები: 10, 12.

არასასიკეთო დღე: 13.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close