საზოგადოებასაქართველო
ქუთაისში ექიმებმა ახალშობილს გაჩერებული გული აუმუშავეს
ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს ექიმი გიული კირთაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გადაარჩინეს ახალშობილი, რომელსაც გული გაუჩერდა.
„სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში რომ გაიმარჯვებ, გაჩერებული გული დაიწყებს ფეთქვას, სულ პაწუა, უსუსური, ისევ სუნთქავს, ისევ იბრძვის მოვლენილი დედამიწაზე. იცოცხლოს, ისუნთქოს და უბრალოდ იცოცხლოს. ჩემო საუკეთესო ადამიანებო – აზა მესხი, ნატალია თორთლაძე, ირმა ჭუმბურიძე, ლიკა შალიკიანი, ნონა კიკაბიძე ნანა გოგორელიანი. მადლობა თქვენ კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლისათვის“, – წერს გიული კირთაძე.
„40 წუთი მიდიოდა გულის მასაჟი, ზუსტად 40 წუთის შემდეგ აღდგა გულის მუშაობა. როდესაც ფონენდოსკოპში მოვისმინე გულისცემა, სიხარულისაგან მეგონა ღმერთი უკრავდა ხმას“, – განაცხადა რეანიმატოლოგმა.
infoimereti.ge
კომენტარები