მსოფლიოპოლიტიკა

წუხელ მსოფლიომ ბირთვული კატასტროფის ზღვარზე გაიარა – რუსებმა უკრაინაში მდებარე ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური დაბომბეს (ვიდეო)

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის მიერ  მიტანილი იერიშის შედეგად ცეცხლი გაჩნდა. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ბირთვული ტერორიზმია.

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის შექმნილი საფრთხის გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპას მოუწოდა, გაიღვიძოს.

წუხელ (4 მარტი) გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი ამბობს, რომ იწვის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური და რუსული ტანკები სადგურის ბლოკებს ესვრიან. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, არასდროს არცერთ ქვეყანას არ უსვრია ატომური ენერგობლოკებისთვის და ეს კაცობრიობის ისტორიაში პირველად გააკეთა ტერორისტმა სახელმწიფომ. ზელენსკიმ რუსეთი ბირთვულ ტერორში დაადანაშაულა.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსი სამხედროების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ევროპის დაუყოვნებლივი მოქმედებით. ზელენსკის თქმით, უკრაინა – არის 15 ბირთვული ბლოკი და თუ აფეთქება მოხდება, ეს არის ყველას დასასრული, ევროპის დასასრული და ევროპის ევაკუაცია.

გამთენიისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საბრძოლო მოქმედებები სადგურის სიახლოვეს შეწყდა. სადგურს კრიტიკული ხასიათის დაზიანება არ მიუღია.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 4 მარტს, კიევის დროით 04:00 საათის მდგომარეობით (თბილისის დროით 06:00 საათი) ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობა ნორმაშია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close