მსოფლიოკულტურა

როგორ გაუკეთეს „დეპორტი“ პუტინს პარიზის ცვილის მუზეუმიდან (ვიდეო)

უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო პარიზის გრევენის მუზეუმიდან (Musée Grevin) ვლადიმირ პუტინის ცვილის ქანდაკება გაიტანეს.

მუზეუმის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვიზიტორები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ფიგურას „თავს დაესხნენ“ და დააზიანეს.

აღსანიშნავია, რომ ეს პუტინის ცვილის ფიგურის დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. რუსეთის პრეზიდენტის ქანდაკება 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგაც დააზიანეს.

პუტინის ქანდაკება მუზეუმში 2000 წლიდან დგას. მუზეუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მის ადგილს ვოლოდიმირ ზელენსკის ცვილის ქანდაკება დაიკავებს.

გრევენის ცვილის მუზეუმი პარიზში 1882 წელს გაიხსნა. ამ დროისთვის ამ სივრცეში ცნობილი ადამიანების 450-ზე მეტი ქანდაკებაა წარმოდგენილი.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close