fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ევროკავშირმა რუსეთში ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა

ევროკავშირმა რუსეთში ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. შეზღუდვა 12 მარტიდან შევა ძალაში.

ევროს გადარიცხვა იკრძალება ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის, ასევე ორგანიზაციისა და სამთავრობო ორგანოსთვის, მათ შორის, ცენტრალური ბანკისთვის.

არსებობს გამონაკლისი: შეზღუდვა არ ვრცელდება ადამიანებზე, რომლებიც რუსეთში მოგზაურობენ და ფინანსებს პირადი მოხმარებისთვის იყენებენ.

რუსეთის შვიდი წამყვანი ბანკი საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების სისტემა SWIFT-იდან გათიშეს. ეს მათ უცხოურ საკრედიტო ორგანიზაციებთან ანგარიშსწორებას გაურთულებს.

ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-მა რუსეთს საკუთარი საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს. რუსეთის შიგნით შეუძლებელია Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავების მომსახურება, რაც მთელი სამოქალაქო ავიაციის ბაზარს ემუქრება. აიკრძალა თანამედროვე ელექტრონიკისა და ტექნიკის მიწოდება. წყდება სამეცნიერო, კულტურული, სპორტული თანამშრომლობა და სხვ. რუსეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას ევროპელი მწვრთნელები ტოვებენ; სანქციები დაუწესდა რუსეთის ცენტრალურ ბანკს. პერსონალური სანქციები პირველად შეეხო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

„რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზულ ზეწოლას განიცდის, სერიოზულ დარტყმას, ასე ვიტყოდი“, – განაცხადა დღეს, 2 მარტს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„სიმყარის მარაგი არის, არის პოტენციალი, გვაქვს გეგმები. ენერგიული მუშაობა მიმდინარეობს. ფეხზე ვიდგებით“, – ამბობს პესკოვი.

მისივე თქმით, „რამდენადაც ეს არამეგობრული ზომები უპრეცედენტო ხასიათისაა, ამ პირობებში საჭიროა მოქმედება მტკიცედ, გააზრებულად და მკაფიოდ“.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close