ევროპარლამენტმა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. მედიის ცნობით, შესაბამის გადაწყვეტილებას 676 წევრიდან 637-მა მისცა ხმა, 13 წინააღმდეგი იყო და 26-მა წევრმა თავი შეიკავა.
ამის შემდეგ რეზოლუცია დასამტკიცებლად ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ევროკავშირის საბჭო და წევრი სახელმწიფოები იღებენ.
ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი ასევე გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას.
კომენტარები