მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

ვინ არის ყოფილი მის უკრაინა, რომელიც ომში იბრძვის

ყოფილი მის უკრაინა, ანასტასია ლენა თავისი ქვეყნის დასაცავად მზად არის. მან გადაწყვიტა ჯარში გაწევრიანებულიყო, რათა თავისი ერის მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ებრძოლა.

ანასტაია აქტიურადაა ჩართული მიმდინარე მოვლენებში და საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს ახალ ამბებს. მან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოც გააზიარა და მას ძლიერი პრეზიდენტი უწოდა.

ანასტაია ლენა პროფესიით მარკეტერია, მან კიევის სლავისტიკის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა, როგორც მისი ინსტაგრამიდან ჩანს, მანამდეც იყო დაინტერესებული სამხედრო წვრთნებით და იარაღის ხმარება ომამდე ისწავლა.

ის ადრე მუშაობდა მოდელად და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად თურქეთში, მისი Miss Grand International პროფილის მიხედვით. ის ასევე ფლობს ხუთ ენას და მუშაობდა მთარგმნელადაც.

ანასტასია ლენა მის უკრაინა 2015 წელს გახდა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close