fbpx
ეკონომიკამიგრაცია

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების გადმორიცხვას სანქციები არ ეხება

საქართველოს ეკონომიკა ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. 2021 წელს გზავნილების ზომა 25%-ით, 2.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მთლიანობაში ეს თანხა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ს შეადგენდა.

ფულადი გზავნილების მთავარი წყარო კვლავ რუსეთია, საიდანაც გასულ წელს 443 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.

BMG-მ საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა კითხვით – შეეხო თუ არა აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაანონსებული სანქციები იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ფულადი გზავნილების მომსახურებით არიან დაკავებული.

როგორც სებ-ში განმარტავენ, სანქციები ამ ფირმებზე არ ვრცელდება.

რუსეთიდან შემომავალი თანხის სიდიდის გამო, ფულადი გზავნილების სისტემებს შორის მეორე ადგილზე რუსული Zolotaya Korona-აა, რომლითაც შარშან 439 მილიონი დოლარი შემოვიდა.

გადმორიცხული თანხის მოცულობის მიხედვით, ფულადი გზავნილების სისტემების რეიტინგი ასეთია:

1. RIA – $464 მილიონი დოლარი;
2. Zolotaia Korona – $439 მილიონი დოლარი;
3. Western Union – $407 მილიონი დოლარი;
4. Money Gram – $302 მილიონი დოლარი;
5. Intel Express – $291 მილიონი დოლარი;
6. Contact – $199 მილიონი დოლარი;
7. Unistream – $140 მილიონი დოლარი;
8. Rico Gram – $99 მილიონი დოლარი;

ფულადი გზავნილების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი ასე ნაწილდება:

1. რუსეთის ფედერაცია – $443 მილიონი, მატება 22%
2. იტალია – $418 მილიონი, მატება 40%
3. აშშ – $308 მილიონი, მატება 41%
4. საბერძნეთი – $261 მილიონი, მატება 19%
5. ისრაელი – $202 მილიონი, მატება 29%
6. გერმანია – $122 მილიონი, მატება 65%
7. თურქეთი – $112 მილიონი, მატება 5%
8. უკრაინა – $100 მილიონი, მატება 14%
9. აზერბაიჯანი – $93 მილიონი, მატება 72%
10. ყაზახეთი – $65 მილიონი, მატება 225%.

bm.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close