მედიცინა

რა ხდება, როდესაც ადამიანი კვდება? – მედიცინაში პირველად მომაკვდავი პაციენტის ტვინის აქტივობა ჩაწერეს

რა ხდება, როდესაც ადამიანი კვდება? რა ემართება ამ დროს ტვინს? – ალბათ არაერთხელ გიფიქრიათ ამაზე… ახლა კი მკვლევრებმა პაციენტის ტვინის ტალღები სიკვდილის დროს დააფიქსირეს და ისეთი აქტივობები აღმოაჩინეს, როგორიცაა ოცნება ან მედიტაცია.

მეცნიერებმა ეს დაკვირვება 87 წლის მამაკაცზე ჩაატარეს, მას შემდეგ, რაც ის სპეციალურ განყოფილებაში დაცემის შემდეგ შეიყვანეს. სამწუხაროდ, ოპერაციის მიუხედავად, პაციენტს 12-მდე ეპილეფსიური შეტევა განუვითარდა. მონიტორინგის ფარგლებში, ექიმებმა გამოიყენეს უწყვეტი ელექტროენცეფალოგრაფია (EEG), რომელიც უზრუნველყოფდა კრუნჩხვების გამოვლენას. საბოლოოდ, მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა… თუმცა EEG მონიტორმა ადამიანის ტვინის აქტივობა სწორედ სიკვდილის დროს ჩაწერა.

ტვინის აქტივობა EEG-ში ასახულ რხევებში იზომება. მეცნიერებს გამოვლენილი აქვთ ამ რხევების სხვადასხვა ტიპები, როგორიცაა: ალფა, ბეტა, დელტა, თეტა და გამა. გამა რხევები  უფრო მაღალ შემეცნებით შესაძლებლობებთან ასოცირდება, როგორიცაა: კონცენტრაცია, ოცნება, მედიტაცია, მეხსიერება, ინფორმაციის დამუშავება და ცნობიერი აღქმა. 87 წლის კაცის შემთხვევაში მკვლევრებმა დააფიქსირეს ყველა სხვადასხვა ტიპის ტვინის აქტივობა – მათ შორის, გამა ტალღები უფრო დომინანტური იყო. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს ტალღები სიცოცხლის ბოლო მომენტში მეხსიერების გააქტიურებას უკავშირდება. 

„რხევების გენერირების მეშვეობით, რომლებიც მეხსიერების აღდგენასთან არის დაკავშირებული, შესაძლოა, ტვინი მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მომენტებს მართლაც უკანასკნელად იხსენებდეს, ისევე როგორც ეს სიკვდილთან დაკავშირებული გამოცდილებების შემთხვევაში ფიქსირდება“, – განმარტა კვლევის ხელმძღვანელმა, დოქტორმა აჯმალ ზემარმა.

მართალია, მეცნიერებს მსგავსი ტალღები ვირთხების მაგალითზე აქამდეც ჩაუწერიათ, მაგრამ ადამიანის შემთხვევაში ეს პირველი ჩანაწერია.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close