მოგზაურობაიტალია

იტალია უცხოელი ტურისტებისთვის აპრილიდან იხსნება – დრაგის მთავრობა 31 მარტის შემდეგ შეზღუდვებს აღარ გააგრძელებს

მატეო სალვინი „მწვანე საშვების“ გაუქმებას ითხოვს

31 მარტის შემდეგ იტალიის ხელისუფლება აღარ აპირებს გააგრძელოს ამჟამად მოქმედი შეზღუდვები იტალიაში უცხოელი ტურისტების შესვლასთან დაკავშირებით: მიმდინარე კვირაში ქვეყნის მთავრობაში უნდა დაასრულონ აღდგომისთვის კორონავირუსის პანდემიიდან გამოსვლის „საგზაო რუკაზე“ მუშაობა. ამის შესახებ გაზეთი Corriere della Sera წერს.

პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის თქმით, ამჟამად მუშავდება იტალიაში შეზღუდვების თანდათანობით შემსუბუქებისა და მოგზაურთათვის ქვეყნის გახსნის ღონისძიებათა მთელი კომპლექსი.

მაგალითად, იგეგმება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იტალიაში ჩამსვლელი მგზავრების გათავისუფლება კარანტინის ან დამატებითი ტესტირებისგან.

პირველი აპრილიდან უცხოელებს შესაძლოა უფლება მისცენ, „მწვანე საშვის“ გარეშე შევიდნენ ბარებსა და რესტორნებში, დაბინავდნენ  სასტუმროებში და ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მთავარია, იმ დროისთვის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გაუარესდეს. მთავრობა პირობას დებს, რომ ამ საკითხს უახლოეს დღეებში გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში კოვიდ-19-ის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც რამდენჯერმე გახანგრძლივდა, 31 მარტს იწურება და მთავრობა მის გაგრძელებას აღარ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ 21 თებერვალს დეპუტატთა პალატაში კოვიდთან დაკავშირებით დადგენილების განხილვისას წარმოქმნილი აურზაურის გამო სხდომა შეწყდა  – 31 მარტის შემდეგ „მწვანე პასპორტის“ გაუქმების შესახებ მატეო სალვინის „ლიგის“ მიერ წარმოდგენილ შესწორებასთან დაკავშირებით დეპუტატთა უმრავლესობის აზრი გაიყო და ქაოსი წარმოიქმნა. სხდომა 16:00 სთ-ზე განახლდა. „ლიგის“ შესწორებას მხარი დაუჭირა ოპოზიციამ, თუმცა ის მაინც არ გავიდა, რადგან უმრავლესობამ წინააღმდეგ მისცა ხმა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close