fbpx
არტისტი

ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სასამართლოში უჩივის

ამერიკელი მსახიობი ბრედ პიტი ყოფილ ცოლს, ასევე მსახიობ ანჯელინა ჯოლის სასამართლოში უჩივის. ბრედ პიტის მტკიცებით, ჯოლიმ მათ საერთო ბიზნესში თავისი წილი მალულად გაყიდა.

საუბარია საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ღვინის ქარხანა Château Miraval-ზე, რომელიც ყოფილმა მეუღლეებმა 2008 წელს 28,4 მილიონ დოლარად შეიძინეს.

როგორც ბრედ პიტის მიერ შეტანილ სარჩელშია აღნიშნულია, 2021 წლის ზაფხულში ჯოლიმ მას განუცხადა, რომ თავის წილს „ერთ-ერთ პირს“ მიჰყიდის. პიტმა მას შეთანხმების გაფორმების ნებართვა იმ პირობით მისცა, რომ მყიდველს ჯოლი მის გარეშე არ შეარჩევდა. ერთ თვეში პიტმა შეიტყო, რომ ჯოლიმ თავისი წილი მიჰყიდა კომპანია Tenute del Mondo-ს, რომელიც რუს ბიზნესმენ იური შეფლერს ეკუთვნის.

ბრედ პიტის განცხადებით, ჯოლიმ გამიზნულად დაუმალა მას შეთანხმების პირობები. მსახიობი ჯოლის წილის გასხვისების გაუქმებას და ფულად კომპენსაციას ითხოვს. არც შეთანხმების და არც კომპენსაციის ოდენობა ამ ეტაპზე ცნობილი არაა.

ბრედ პიტის თქმით, ბოლო წლებში მან ღვინის ქარხნის საქმიანობას ბევრი დრო დაუთმო და ბევრი ფული ჩადო, რათა ბიზნესი წარმატებული ყოფილიყო, შეფლერის კომპანიის მონაწილეობამ კი ბიზნესის მართვის პროცესში „ქაოსი გამოიწვია“.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close