2019 წელს დაკარგული ამერიკელი ბავშვი 260 კილომეტრის მოშორებით, კიბის ქვეშ, საიდუმლო ოთახში იპოვეს
აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში, ტაიოგაში 2019 წელს დაკარგული ბავშვი – პეისლი შულტისი გაუჩინარების ადგილიდან 260 კილომეტრის მოშორებით, სოგერტისში იპოვეს, – ამის შესახებ BBC წერს.
გაუჩინარების დროს გოგო 3 წლის იყო. ახლა ის 6 წლისაა და, როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, მას ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვს.
ირკვევა, რომ ბავშვი ბიოლოგიურმა მშობლებმა გაიტაცეს, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ბავშვზე მეურვეობის ჩამორთმევას და სხვა ოჯახისთვის გადაცემას.
გოგო პაპის (მამის მამის) სახლში იპოვეს დედასთან ერთად. სახლის მორიგი ჩხრეკის დროს პოლიციელებმა კიბესთან უცნაურად განლაგებული ფიცრები ნახეს, რომელთა გადაწევის შემდეგაც, ოთახი აღმოაჩინეს.
სამართალდამცველებს ბავშვის გაუჩინარების შემდეგაც ჰქონდათ ეჭვი, რომ მას ბიოლოგიური მშობლები გაიტაცებდნენ, თუმცა ეს ვერცერთმა ჩხრეკამ ეს ვერ დაადასტურა.
imedinews.ge
კომენტარები