მოგზაურობა

საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში შეიყვანა – რა პირობებით არის შესაძლებელი საფრანგეთში შესვლა?

2022 წლის 4 თებერვლიდან საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას საქართველოს საელჩო ავრცელებს. 

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შუძლიათ საფრანგეთში შესვლა ვაქცინაციის სრული კურსის და ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.

სრულად ვაქცინირებულად ადამიანები ჩაითვლებიან იმ შემთხვევაში თუ:

  • Pfizer, Moderna, AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან გასულია 7 დღე;
  • ერთდოზიანი ვაქცინის (Johnson & Johnson) მიღებიდან გასულია 4 კვირა;
  • COVID-გადატანილი პირების აცრიდან გასულია 7 დღე (საჭიროა 1 აცრა);
  • ადამიანებმა, რომლებიც ვაქცინირებულები იყვნენ სინოფარმის (BBIBP-CorV) და სინოვაკის (CoronaVac) ვაქცინების ორი დოზით, მიიღეს, აგრეთვე, Pfizer-ის ან Moderna-ს ერთი დოზა და გასულია 7 დღე.

საფრანგეთში შესასვლელად სავალდებულოა ე. წ. ბუსტერული აცრაც, თუ ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან გასულია 7 თვეზე მეტი. ბუსტერის გარეშე პირი არ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად და მასზე გავრცელდება ის პირობები, რომლებიც მოცემულია ქვემოთ, არავაქცინირებულებისათვის. ამასთან, საფრანგეთში შესვლის მომენტისთვის ბუსტერ დოზის მიღებიდან არ უნდა იყოს გასული 9 თვეზე მეტი.

აცრილი პირების მიმართ დადგენილი ნორმები ვრცელდება მათ თანმხლებ არასრულწლოვანებზე, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი აცრილნი, თუმცა თუ ბავშვი არ არის აცრილი, 12 წლიდან მაინც სავალდებულოა PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

ვაქცინირებულმა პირებმა, ვაქცინაციის სერტიფიკატის და ბოლო 48 საათში ჩატარებულ PCR ან ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხის გარდა უნდა წარადგინონ შევსებული და ხელმოწერილი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან და ბოლო 48 საათის განმავლობაში, არ გამოვლენიათ COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. იხ. შესავსები ფორმა: www.interieur.gouv.fr/content/download/130365/1037711/file/06-01-2022-engagement-sur-l-honneur-vert-anglais.docx

ამ ეტაპზე ქართული კოვიდსერტიფიკატის ონლაინ გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტებისთვის. ვრცლად უცხოელი სტუდენტის მხრიდან ფრანგული სანიტარული პასპორტის (კოვიდ სერტიფიკატის) მოთხოვნის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე. https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/296

სხვა პირებს კი ქართული კოვიდ სერტიფიკატის ფრანგულ კოვიდ პასპორტზე გადაცვლის შესაძლებლობა აქვთ საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარე აფთიაქებში. მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ პასპორტი და ვაქცინაციის სერტიფიკატი, მატერიალური ფორმით. სერტიფიკატი არ საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას. მომსახურება ფასიანია, ხოლო აფთიაქების სია, სადაც შესაძლებელია ამ სერვისის მიღება ხელმისაწვდომია საფრანგეთის ჯანმრთელობის სამინისტროს ვებ-გვერდზე. https://www.sante.fr/obtenir-un-passe-vaccinal-en-cas-de-vaccination-letranger

კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები:

წითელი ზონიდან არავაქცინირებული პირის საფრანგეთში გამომგზავრება დაშვებულია მხოლოდ მითითებულ გამონაკლის შემთხვევებში:

1. საფრანგეთის მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი (დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები.

2. ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნების მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები, რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში.

3. პირები, რომლებიც ფლობენ საფრანგეთის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქმედ ბინადრობის ნებართვას ან გრძელვადიან ვიზას და რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში.

4. პირები, რომლებიც ფლობენ ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრძელვადიან ვიზას, ასევე, ლტოლვილის, სუბსიდიური დაცვის ან აპარტრიდის სტატუსის მქონე პირთა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრძელვადიან ვიზას.

5. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტირების სექტორში დასაქმებული პირები ან სატრანსპორტო სერვისების შემსრულებლები, მათ შორის მძღოლები რომლებსაც გადააქვთ საქონელი აღნიშნული ტერიტორიის მიმართულებით.

6. პირები, რომლებიც დიპლომატიურ ან საკონსულო საქმიანობას ახორციელებენ, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლები არიან, რომლის სათავო ოფისიც მდებარეობს საფრანგეთში, ასევე, მათი მეუღლე და შვილები.

7. 24 საათზე ნაკლები დროით საერთაშორისო ზონაში მყოფი მგზავრი, ტრანზიტის განსახორციელებლად.

აღნიშნულმა პირებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ:

– ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხი;

– შევსებული და ხელმოწერილი ორი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულთან და ბოლო 48 საათის განმავლობაში, არ გამოვლენიათ COVID-19 დამახასიათებელი სიმპტომები, 7 დღის მანძილზე დარჩებიან თვითიზოლაციაში და იზოლაციის ბოლოს, საკუთარი ხარჯებით, ჩაიტარებენ PCR ან ანტიგენ ტესტს.

იხ. დეკლარაცია 1: https://www.interieur.gouv.fr/content/download/130365/1037711/file/06-01-2022-engagement-sur-l-honneur-vert-anglais.docx

იხ. დეკლარაცია 2: https://www.interieur.gouv.fr/content/download/130502/1038541/file/18-01-2022-attestation-de-deplacement-vers-la-france-metropolitaine-orange-version-anglaise.docx

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ „ნარინჯისფერი“ სტატუსი ენიჭება ქვეყანას, სადაც კოვიდის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება და სადაც არ ფიქსირდება ვირუსის განსაკუთრებით მძიმე სახეობები.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close