ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ, ის ჰოსპიტალიზებულია

კიევში უცნობი პირები თავს დაესხნენ საქართველოს ყოფილ იუსტიციის მინისტრსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ზურაბ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„უკრაინსკაია პრავდას“ წყაროს ინფორმაციით, ადეიშვილთან ქუჩაში მივიდნენ უცნობები პირები და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც გამოცემა იუწყება, შემთხვევა უკავშირდება ადეიშვილის საქმიანობას საქართველოში.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცველები თავდამსხმელების ვინაობის დადგენას ცდილობენ.

„უკრაინსკაია პრავდა“ აღნიშნავს, რომ ამჟამად ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას მრჩეველია.

ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა პირადი განცხადების საფუძველზე, 2021 წელს შეუწყდა. ის რამდენიმე წელია, რაც უკრაინის მოქალაქეა.

ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. ის საქართველოში დაუსწრებლად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close