მიგრაციამოგზაურობა

საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი ამერიკასთან შემსუბუქდება? – აშშ-ის ელჩის განმარტება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, ამერიკა საქართველოს ევროპასთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის პროგრამას აკვირდება, რომ გაიგოს, მზად არის თუ არა საქართველო აშშ-სთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებისთვის. ამის შესახებ კელი დეგნანმა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში განაცხადა.

„სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ვაკვირდებით იმას, როგორ მიდის ევროკავშირთან არსებული უვიზო რეჟიმის პროგრამა, როგორც ინდიკატორს იმის გასარკვევად, რამდენად არის საქართველო მზად ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის, რომელსაც მსგავსი მოთხოვნები აქვს. საქართველომ ეს ძალიან მკაცრი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს“, – განმარტა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

მან ასევე დასძინა, რომ ამერიკა აფასებს იმ მსხვერპლს, რომელიც საქართველომ აშშ-სთან ერთად სამხედრო ოპერაციებში შეიტანა, თუმცა სავიზო რეჟიმის შემსუბუქება მკაცრი მოთხოვნების საფუძველზე ხდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close