სპორტი

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებულია – 3 მედალი გვაქვს, კიდევ 3-ს ველოდებით

საფრანგეთის დედაქალაქში ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, პარიზის გრან სლემი მიმდინარეობს. პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების სახელით ექვსი სპორტსმენი გამოდის. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს, 5 თებერვალს სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა და სამივე მათგანმა მედლის მოპოვება შეძლო: ერთი ოქრო და 2 ბრინჯაო – ასეთია ჩვენი სპორტსმენების მონაგარი პირველ დღეს. 

ოქროს მედალი 2008 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, პარიზის ტურნირის პირველმა ნომერმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მოიპოვა, რომელმაც ფინალში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს სძლია (იაპონელი გაფრთხილებებით დამარცხდა).

ფინალამდე კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ). პირველმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ სპორტსმენს, კარამატ ჰუსეინოვს იპონით სძლია, ვაჟა მარგველაშვილმა კი ფრანგი სპორტსმენი დაიკი ბუბა დაამარცხა.

6 თებერვალს, ტურნირის მეორე (და ბოლო) დღეს პარიზის გრანდ სლემზე ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე და ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებენ.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close