fbpx
ჰოროსკოპი

ცისფერ-შავი ვეფხვის წელი დადგა – საინტერესო დეტალები

აღმოსავლური ჰოროსკოპით 2022 წლის სიმბოლოა ცისფერი (შავი) წყლის ვეფხვი. აღმოსავლეთში ცისფერი ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ ფერად აღიქმება, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე წელი ცვლილებებით და  მნიშვნელოვანი მოვლენებით იქნება გამორჩეული.

ჩინური ჰოროსკოპის თანახმად, ცისფერმა (შავმა) წყლის ვეფხვმა „მმართველობის სადავეები“ უკვე აიღო პირველ თებერვალს, პეკინის დროით 05:03 საათზე (თბილისის დროით 01:03 სთ-ზე) და 2023 წლის 21 იანვრამდე წლის მთავარი ფიგურა იქნება, 22 იანვრიდან კი ასპარეზს შავ წყლის კურდღელს დაუთმობს. ახალი წლის დადგომას ჩინეთში პირველიდან 15 თებერვლამდე ზეიმობენ. სხვათა შორის, ჩინეთში დღეს  2022, არამედ 4720 წელი დადგა.

რა უნდა ვიცოდეთ 2022 წლის მთავარ სიმბოლოზე?

ცისფერი (შავი) წყლის ვეფხვის დახასიათება:

2022 წელს დროა საბოლოოდ მიიღოთ გადაწყვეტილებები იმ ცვლილებების შესახებ, რომლებზეც აქამდე მხოლოდ ფიქრობდით. სასარგებლოა სამსახურის შეცვლა. მეტიც, შეგიძლიათ, რადიკალურად შეცვალოთ მოღვაწეობის სფერო, საქმიანობა. საჭიროა, ახალ უნარებსა და სპეციალობას დაეუფლოთ და წინ იაროთ!

2022 წელს წარმატებული, იღბლიანი იქნება ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასვლაც, კარგი იქნება არა მხოლოდ ბინის, არამედ რაიონის, ქალაქის შეცვლაც.

ვეფხვი – თავნება და ძლიერი ცხოველია. მასთან ყურადღებით უნდა იყოთ. ვეფხვი ცნობისმოყვარეა, უყვარს სიახლეები და ამ გზაზე მისთვის უცხოა შიში.

რადგან საუბარია წყლის ვეფხვზე, ეს ნიშნავს, რომ წყალი აშოშმინებს ვეფხვის ენერგიას და მას ნაკლებად აგრესიულს ხდის.

ოჯახისათვის წარმატების მოტანისთვის საჭიროა:

მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ თილისმა – ვეფხვის ფიგურა, რომელიც დამზადებული იქნება უბრალო, ან ნახევრად ძვირფასი ლითონისაგან, ან გამჭვირვალე მასალისგან (წყლის მსგავსად) – მინისგან ან ბროლისგან.

რას უნდა ველოდოთ ცისფერი (შავი) წყლის ვეფხვისაგან?

ვეფხვი ბოროტი არ არის, როგორც ხშირად გამოსახავენ ხოლმე, ის უბრალოდ მტაცებელია – აქტიურია, მუდამ ეძებს ნადავლს და მისი მოპოვების გზას. ის განასახიერებს ენერგიას, შესაბამისად, 2022 წელიც მისი მმართველის მსგავსი იქნება – აქტიური, ენერგიული და ცვლილებებით სავსე!

ვეფხვის წელს შესაძლოა უეცრად წინ გაიჭრათ კარიერულ კიბეზე – ვეფხვისებრი ნახტომით. მთავარია გაბედულება და საპასუხისმგებლო სამუშაოსთვის მზადყოფნა. განსაკუთრებით დიდია წინსვლის ალბათობა მათთვის, ვისი საქმიანობაც პოლიტიკას, შემოქმედებას, საჯარო გამოსვლებს უკავშირდება.

წარმატებას მიაღწევთ იმ შემთხვევაში, თუ თანმიმდევრულად, დაუღალავად მიჰყვებით დასახულ მიზანს  და საქმეს შუა გზაზე არ მიატოვებთ, რის საშიშროებაც რეალურია.

რაც შეეხება პირად ურთიერთობებს: ვეფხვის წელს ბევრ ადამიანს ელოდება რომანტიკული ისტორიები და მგზნებარე რომანები – მთავარია, ურთიერთობებისთვის გულის კარი გქონდეთ ღია.

ვეფხვის წელს ჯანმრთელობის პრობლემები დიდად მოსალოდნელი არ არის, რამდენადაც აქტიურობა იმატებს. მოიშორეთ მავნე ჩვევები, იკვებეთ ჯანსაღად და იმოძრავეთ – და ექიმებიც დაივიწყეთ.

და კიდევ: საინტერესოა ჩინელი დიასახლისების ჩვეულება – ისინი წითელ ტომსიკას კერავენ, შიგ მონეტებს ათავსებენ და პროდუქტებთან (ძირითადად, ბრინჯთან) ერთად ინახავენ. ითვლება, რომ ამ რიტუალს შეუძლია ოჯახში ბარაქა მოიზიდოს და ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოს.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close