ევროპას შტორმი „მალიკი“ დაატყდა თავს, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა (ვიდეო)
ევროპის ქვეყნებს შტორმი „მალიკი“ დაატყდა თავს. სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, ჩრდილოეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 4 ადამიანი დაიღუპა უამინდობის გამო.
ძლიერი ქარის შედეგად დიდ ბრიტანეთში, დანიაში, პოლონეთსა და გერმანიაში ასობით ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხიდები დაიკეტა, მატარებლების მოძრაობა შეჩერდა, ბორნები გააჩერეს წყალდიდობის გამო.
შოტლანდიის ქალაქ აბერდინში (ედინბურგიდან ჩრდილოეთით, 200 კმ-ში) ქარის სიჩქარემ 135 კმ/სთ-ს გადააჭარბა. 130 ათასზე მეტი ოჯახი და საწარმო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროგადამცემი ხაზები ძლიერ დაზიანდა დაცემული ხეებისგან. მომხმარებლები თითქმის მთელი ერთი დღე-ღამის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყვნენ.
დაირღვა მატარებლების მოძრაობა, საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა დაიბლოკა. ადგილობრივი პოლიცია ადამიანებს ურჩევს, სახლიდან არ გამოვიდნენ.
„მალიკმა“ დიდი ზიანი მიაყენა ნიდერლანდების ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილს. უმეტეს შემთხვევაში დაზიანდა სახლები და პრობლემები შეიქმნა გზებზე.
გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში სარკინიგზო მოძრაობა ზოგიერთ ხაზზე დროებით შეწყდა. ბერლინში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.
შტორმმა „მალიკმა“ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებისკენ გადაინაცვლა, რასაც ადგილზე ძლიერი ქარი და ინტენსიური თოვა მოჰყვა.
BREAKING: Northern Powergrid says around80,000 customers have been affected by Storm Malik in the UK and 16,000 customers are still without power – almost all of those are in Northumberland and County Durham.
Latest news from the UK: https://t.co/CNh572RZKG pic.twitter.com/VAaUgwjtzZ
— Sky News (@SkyNews) January 30, 2022
შტორმის შედეგებს დანიაც ებრძვის. თითქმის მთელი სარკინიგზო მოძრაობა შეჩერდა კოპენჰაგენის რაიონში. დანიისა და შვედეთის დამაკავშირებელი ხიდი დაიკეტა უსაფრთხოების მიზნით.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები