ტექნოლოგიებისაქართველო

კანქვეშა ჩიპები აღარ იქნება – iPlus-ი მიზეზებს ასახელებს

კომპანია iPlus-მა 50 ათასი კანქვეშა ჩიპის შესყიდვაზე შვედურ BioHax International-თან კონტრაქტი გაწყვიტა

კომპანია iPlus-მა საქართველოში კანქვეშა ჩიპების შემოტანა ამ თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვაზე ქვეყნის მოსახლეობის რეაქციის გამო გადაიფიქრა, განუცხადა Sputnik-საქართველოს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა კახი სეფაშვილმა.

2021 წლის დეკემბერში iPlus-ში განაცხადეს, რომ უკვე 2022 წლის დასაწყისში შვედური კომპანია BioHax International-ის კანქვეშა 50 ათასი ჩიპის შემოტანა იგეგმება.

„მომხმარებელთა უმრავლესობამ თანამედროვე ტექნოლოგიებში რელიგიური სარჩული იპოვა. გადავწყვიტეთ, პატივი ვცეთ უმრავლესობის აზრს და ჩიპების შემოტანაზე უარი ვთქვით“, – განაცხადა სეფაშვილმა.

მისი თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება იანვრის დასაწყისში მიიღეს, ხოლო კონტრაქტი შვედურ კომპანიასთან ოფიციალურად 20 იანვარს გაწყვიტეს.

სეფაშვილმა მოსახლეობაში უარყოფითი რეაქციის გამო სინანული გამოთქვა.

„ასეთ მიკროსქემებს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. მაგალითად, ყოველწლიურად მსოფლიოში ავტოავარიებში 1,5 მილიონი ადამიანი იღუპება და ამ ადამიანებს ჩიპები რომ ჰქონდეთ, მათგან 30-40% გადარჩებოდა, რადგან მედპერსონალი წამიერად მიიღებდა ინფორმაციას პაციენტის სისხლის ჯგუფის, არტერიული წნევის, ტემპერატურის, გულის კუმშვის სიხშირისა და სხვა სამედიცინო პროცედურების შესახებ, ალერგიებზე და ა.შ.“, – აღნიშნა სეფაშვილმა.

ჩიპებს, რომელთა შემოტანაც საქართველოში იგეგმებოდა, იმ მიკროსქემებისგან განსხვავებით, რომლებსაც BioHax International-ი ევროპული ბაზრისთვის ამზადებს, შეზღუდული შესაძლებლობები ექნებოდა. მათ ექნებოდა ავტომობილის, სახლის ან პარკინგის გასაღების ფუნქცია. დასავლეთში კი ჩიპებში მოთავსებულია საპასპორტო და საბანკო ბარათების მონაცემებიც კი.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close