fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტებიტექნოლოგიები

სასტუმროდან გაქცეული რობოტი-მტვერსასრუტი სოცქსელების გმირი გახდა

კემბრიჯში, ბრიტანული ქსელის,Travelodge-ის სასტუმროში მომუშავე რობოტი-მტვერსასრუტი სამუშაოდან გაიქცა. სასტუმროს წარმომადგენლებმა სოცქსელებს მიმართეს მტვერსასრუტის შესახებ ინფორმაციით, თუმცა მომხმარებელთა ნაწილმა გაქცეულის მხარე დაიჭირა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

სასტუმროს პერსონალის თქმით, რობოტმა არ მოისურვა, ზღურბლზე გაჩერებულიყო, როგორც დანარჩენი რობოტი-მტვერსასრუტები იქცევიან, სასტუმროდან გამოგორდა და გაურკვეველი მიმართულებით გასწია.

„დღეს ჩვენგან მტვერსასრუტი გაიქცა. ჩვეულებრივ, ისინი ზღურბლთან ჩერდებიან, მაგრამ ამან გაქცევა გადაწყვიტა“, – დაწერა ტვიტერში სასტუმროს მმართველის თანაშემწემ და რაიონის მცხოვრებლებს რობოტის დაბრუნებაში დახმარება სთხოვა, თუ იპოვიდნენ. მენეჯერის თქმით, დატენის სადგურის გარეშე რობოტი მაინც არ მუშაობს.

მტვერსასრუტის გაქცევამ სოცქსელებში რეზონანსი გამოიწვია, მომხმარებლები „მამაც მტვერსასრუტს“ მხარდაჭერას უცხადებდნენ, ვიღაცამ ისიც აღნიშნა, რომ რობოტი აუცილებლად დატოვებს ქვეყანას.

პარასკევს გაქცეული მტვერსასრუტი ბუჩქებში იპოვეს. როგორც ჩანს, მან შორს წასვლა ვერ შეძლო, რადგან ის სასტუმროს დამლაგებელმა აღმოაჩინა.

მტვერსასრუტი გაწმინდეს და „ისევ მიიღეს რობომტვერსასრუტების კორპორაციულ ოჯახში“ (ასე დაწერეს ზუსტად  Travelodge-ის აქაუნთის მმართველებმა).

სოცქსელებში კი ზოგიერთმა უკვე გადაწყვიტა, რომ რობოტი მეეზოვედ მოეწყო და მისმა პოვნამ გული დასწყვიტათ. ბევრისთვის რობოტი-მტვერსასრუტი ინტერნეტის გმირად დარჩა, რომელმაც „გალიიდან გააღწია“.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close