fbpx
მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ინდოეთში ბავშვი 8 კიდურით დაიბადა (ვიდეო)

17 იანვარს ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ბიხარის შტატში, სადარის საავადმყოფოში უჩვეულო ბავშვი დაიბადა – მას 4 ხელი და 4 ფეხი აქვს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

გამოცემის ცნობით, დედამ ბავშვი საკეისრო კვეთით გააჩინა. ბავშვის სქესის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ექიმების პროგნოზით, უკეთეს შემთხვევაში ბავშვი შშმ პირი იქნება, თუმცა ისინი უფრო ვარაუდობენ, რომ ჩვილი დიდხანს ვერ იცოცხლებს.

ამის მიუხედავად დედა კმაყოფილია და მილოცვებსაც იღებს – ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ თანდაყოლილი ანომალია პატარას ღვთიურ დანიშნულებას ნიშნავს. ჩვილის მოსანახულებლად საავადმყოფოში უწყვეტად მიდიან მნახველები, თაყვანს სცემენ ახალშობილს და ოჯახისთვის მდიდრული ძღვენიც მიაქვთ.

ასეთი ანომალია სიამის ტყუპის ერთ-ერთი ფორმაა, თუმცა ბავშვის ოჯახი ამას არ ეთანხმება: ბავშვის მამა აცხადებს, რომ მისი ცოლი რეგულარულად დადიოდა ექიმთან და ანალიზებიც დამაკმაყოფილებელი იყო.

ინდოეთისთვის ასეთი ანომალია იშვიათი შემთხვევა არ არის. ცუდი ეკოლოგიური პირობები სულ უფრო ხშირად იწვევს ემბრიონის არასწორ განვითარებას როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close