მოგზაურობა
ჯანმომ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია გასცა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ან შემსუბუქების რეკომენდაცია გასცა.
საგანგებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა „ომიკრონის“ გავრცელებას ხელი ვერ შეუშალა და ის ყველა ქვეყანაში ეკონომიკურ და სოციალურ სტრესს უწყობს ხელს.
ასევე, კომიტეტის ინიციატივაა, რომ საერთაშორისო მოგზაურებისთვის ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ერთადერთი მოთხოვნა არ იყოს, რადგან, მათი თქმით, აცრები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირადაა ხელმისაწვდომი. სანაცვლოდ, კომიტეტი სთავაზობს ქვეყნებს, უფრო ფართოდ გამოიყენონ სხვა ზომები, მაგალითად, ტესტირება ან იზოლაცია/კარანტინი.
mtavari.tv
კომენტარები