იტალიასაზოგადოება

სკანდალი რომში: გარდაცვლილი ქალის კუბო ნაცისტურ დროშაში გაახვიეს (ვიდეო)

DIGOS-ი (იტალიის პოლიციის გენერალური საგამოძიებო და სპეცოპერაციების განყოფილება) იძიებს სკანდალურ შემთხვევას, რომელიც რომში 10 იანვარს მოხდა.  გარდაცვლილი ულტრამემარჯვენე აქტივისტის, მემარჯვენე-ექსტრემისტულ ჯგუფ „ფორცა ნუოვას“ წევრის, ალესია ოჯელოს კუბო დაკრძალვისას სვასტიკიან ნაცისტურ დროშაში გაახვიეს. ამის შესახებ მედია წერს.

დაკრძალვა სანტა ლუჩიას ეკლესიაში წარიმართა, რომელიც კლოდიოს მოედანთან მდებარეობს. ახლომდებარე სახლიდან გადაღებულ ვიდეოში ჩანს კოლექტიური ნაცისტური მისალმებაც ჟესტით (it. saluto romano) და შეძახილით „presente“. ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა და ფაქტმა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია.

Digos-ის აგენტებმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოების მეშვეობით მოახერხეს ულტრამემარჯვენე  ძალების რამდენიმე წარმომადგენლის იდენტიფიცირება. გამოძიება დაადგენს, ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი.

ალესია ოჯელოს ოჯახმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მათ ამ ფაქტთან კავშირი არ აქვს და არ იცოდნენ, რა ხდებოდა ეკლესიის გარეთ. მათი თქმით, ამას თავად ალესიაც არ მიესალმებოდა და არ დაუშვებდა.

სანტა ლუჩიას ეკლესიის ორმა მღვდელმა ფეისბუქის მეშვეობით მკაცრად დაგმო მომხდარი და თქვა, რომ ექსტრემისტულ სიმბოლოებს და ჟესტებს არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტეს სახარებასთან.

44 წლის ალესია ოჯელო ოპერაციის შემდეგ განვითარებული თრომბოზისგან გარდაიცვალა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close