მსოფლიოსაზოგადოება

ხანძარი ნიუ-იორკში – დაიღუპა 19 ადამიანი, მათ შორის, 9 ბავშვი (ვიდეო)

ნიუ-იორკში, ბრონქსში 19-სართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ ცოტა, 19 ადამიანი, მათ შორის, 9 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.

ოფიციალური პირების თქმით, ხანძრის შედეგად, სულ ცოტა, 63 ადამიანი დაშავდა, 32 მათგანი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურის დეპარტამენტის კომისრის, დენიელ ნიგროს განცხადებით, ხანძარი 19-სართულიანი შენობის ორდონიან, გაერთიანებულ მეორე-მესამე სართულზე გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე 200-მდე მანქანა მუშაობდა. მეხანძრეების თქმით, ბინის კარები, სადაც ხანძარი მძვინვარებდა, გაღებული დახვდათ, რამაც ცეცხლის გავრცელებას შეუწყო ხელი. დაზარალებულთა უმეტესობა მხუთავი აირითაა მოწამლული. 13 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა, რომელიც სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც ამ თანამდებობაზეა, განაცხადა, რომ ასეთი სიძლიერის ხანძარი ქალაქის უახლეს ისტორიაში 30 წელია არ ყოფილა.

მანანა ბანძელაძე

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close