მოგზაურობამსოფლიო

ისრაელმა უცხოელი ვიზიტორებისთვის საზღვრები გახსნა და „წითელი“ ქვეყნების სიაც გააუქმა

ვინ და რა პირობებით შეძლებს ისრაელში შესვლას

კვირიდან, 9 იანვრიდან ისრაელმა ისევ გახსნა საზღვრები უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რამდენადაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები რეკორდულ დონეს აღწევს, რის გამოც მოგზაურობის აკრძალვა აზრს მოკლებული ხდება.

ახალი წესები უკვე შევიდა ძალაში კვირის, 9 იანვრის  დადგომისთანავე, 00:00 საათზე. ამის შესახებ timesofisrael-ი წერს.

ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ისრაელის საზღვრის კვეთამდე არაუადრეს 6 თვისა და არაუგვიანეს 14 დღისა აქვთ გაკეთებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა და ზოგიერთ მოქალაქეს, რომელმაც კორონავირუსული ინფექცია გადაიტანა. 

2 დღით ადრე, პარასკევს, 7 იანვარს ისრაელმა ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების მქონე ე. წ. წითელი ქვეყნების სია ოფიციალურად გააუქმა (სხვათა შორის, ამ სიაში საქართველო არ შედიოდა) და კვლავ გახსნა ცა ათობით დანიშნულების პუნქტისკენ (ან პუნქტიდან ისრაელისკენ), სადაც მოგზაურობა მკაცრად შეზღუდული იყო ქვეყანაში „ომიკრონის“ შეღწევის შენელების მიზნით, თუმცა ისრაელის ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების ფონზე გასული წლის ნოემბრის ბოლოს შემოღებულ ამ შეზღუდვებს აზრი აღარ აქვს.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებისთვისაც ისრაელის ცა გაიხსნა, არის აშშ და თურქეთიც.

რაც შეეხება ისრაელში უცხო ქვეყნიდან მოგზაურთა შესვლის წესებს:

მოგზაური უნდა იყოს ვაქცინირებული (უმეტეს შემთხვევაში არანაკლებ 2 დოზით) ან ბოლო 180 დღის განმავლობაში უნდა ჰქონდეს გადატანილი კორონავირუსული ინფექცია. ვაქცინაცია ჩატარებული უნდა იყოს არაუგვიანეს 6 თვისა და არაუადრეს 14 დღისა ისრაელში შესვლამდე.

ისრაელი აღიარებს შემდეგ ვაქცინებს: Pfizer, Moderna, AstraZeneca, Sinovak, Sinopharm, Johnson & Johnson (ერთჯერადი აცრა), Covisield და Sputnik V (აუცილებელია სეროლოგიური ტესტის ჩატარება ისრაელში ჩასვლისას). მოგზაურს უნდა ჰქონდეს აცრების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

რაც შეეხება ვირუსისგან გამოჯანმრთელებულებს: ამ ეტაპზე ისრაელი მხოლოდ ევროკავშირის სერტიფიკატებს აღიარებს NAAT-ის ტესტის დადებითი პასუხის საფუძველზე. სხვა ქვეყნის აუცრელი მოქალაქეები, რომლებმაც კორონავირუსული ინფექცია გადაიტანეს, ქვეყანაში არ დაიშვებიან.

გარდა ამისა, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემულ წესებში აღნიშნულია, რომ რეისზე რეგისტრაციისას აუცილებელია ბოლო 72 საათში გაკეთებული  PCR ტესტის უარყოფითი შედეგის წარდგენა. მოგზაურმა უნდა შეავსოს, აგრეთვე, ონლაინ ფორმა-განაცხადი (https://corona.health.gov.il/en/flights/)

მგზავრმა კიდევ ერთი ტესტი უნდა გაიკეთოს ბენ გურიონის აეროპორტში ჩასვლისთანავე და გადავიდეს კარანტინში ტესტის უარყოფითი პასუხის მიღებამდე ან 24 საათის გასვლამდე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close