ტექნოლოგიებიკრიმინალი

იტალიელი მაფიოზი GOOGLE MAPS-ის წყალობით დააკავეს

ესპანეთში იტალიელი მაფიოზი დააკავეს, რომელიც ციხიდან გაიქცა და 20 წლის განმავლობაში ეძებდნენ. 60 წლის მამაკაცის დაკავებაში სამართალდამცველებს Google Maps-ი „დაეხმარა“. ამის შესახებ მედია იუწყება.

სიცილიური დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი ჯოაკინო გამინო იტალიაში მკვლელობებში იყო გარეული, მას სიცოცხლის ბოლომდე პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ციხიდან გაქცევა შეძლო  და ესპანეთში გადავიდა გამოგონილი სახელით.

გამინომ თავისი ადგილმდებარეობა შემთხვევით გაამჟღავნა  – ის Google Maps-მა გადაიღო. მას შემდეგ, რაც კადრი ქსელში გამოჩნდა, პოლიციელებმა იცნეს გამინო.

გუგლის რუკების ფოტო, რომლითაც პოლიციელებმა გამინო (მარჯვნივ, სახე დაფარულია) იცნეს და დაკავება შეძლეს

გამინო მადრიდის მახლობლად პატარა დასახლებაში ცხოვრობდა. როდესაც გუგლის რუკების ფოტო ქსელში გამოჩნდა, პოლიციელებმა დათვალიერებისას მასზე გამოსახული მამაკაცი ძებნილ მაფიოზის მიამსგავსეს და გამოძიებაც დაიწყო.

გამინო 20 წლის წინათ

გამოძიება თითქმის 2 წელიწადს გაგრძელდა და წარმატებით დაგვირგვინდა. 60 წლის მაფიოზის პიროვნება იდენტიფიცირებულია და იგი დაკავებულია. ამჟამად იგი ესპანეთის ციხეშია და, როგორც მედია იუწყება, თებერვლის ბოლოს იტალიაში გადაიყვანენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close