მსოფლიოnewsსაზოგადოება

მეცნიერებმა ახალაღმოჩენილ ხეს სახელწოდება ლეონარდო დიკაპრიოს პატივსაცემად შეურჩიეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა ქიუს სამეფო ბოტანიკური ბაღებიდან ხეების ახალაღმოჩენილ სახეობას სახელი ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობის, ლეონარდო დიკაპრიოს პატივსაცემად დაარქვეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასე სპეციალისტებმა მადლობა გადაუხადეს მსახიობს იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ის ტროპიკული ტყეების გადასარჩენად იჩენს.

ხე სახელწოდებით Uvariopsis dicaprio მხოლოდ კამერუნის ტყეებში იზრდება, რომლებიც თავისი ბიომრავალფეროვნებით არის ცნობილი.

„დიკაპრიო“ მარადმწვანე მცენარეა ყვითელი ყვავილებით, რომლებიც მისი ტანიდან იზრდება. მცენარე ილანგ-ილანგების ოჯახს მიეკუთვნება და უკვე გადაშენების პირასაა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close