ტყუპი და-ძმა რამდენიმე წუთის შუალედით, სხვადასხვა წელს დაიბადა
კალიფორნიაში, ქალაქ გრინფილდში ახალი წლის ღამეს ტყუპი დაიბადა. ამაში რა უნდა იყოს უცნაური, თუმცა საქმე ისაა, რომ ახალშობილები 15-წუთიანი შუალედით მოევლინენ ქვეყანას და ეს 15 წუთი ზუსტად ძველი და ახალი წლის გასაყარს დაემთხვა, შესაბამისად, ბავშვები სხვადასხვა წელს დაიბადნენ. ამის შესახებ „ნიუ-იორკ პოსტი“ იუწყება.
ტყუპის დედას მშობიარობა ახალი წლის შემოსვლამდე ცოტა ხნით ადრე დაეწყო. პირველი ტყუპისცალი ქვეყნიერებას 31 დეკემბერს, 23:45 საათზე მოევლინა, მეორე კი 2022 წლის დადგომისთანავე.
ბავშვებს ალფრედო ანტონიო (Alfredo Antonio) და ეილინ იოლანდა (Aylin Yolanda) დაარქვეს. ალფრედოს წონა დაბადებისას 6 ფუტი და ერთი უნცია იყო (დაახ. 2,75 კგ), ეილინის კი – 5 ფუტი და 14 უნცია (დაახლ. 2,67 კგ).
სამშობიაროს ფეისბუქგვერდზე ნათქვამია, რომ პირველად ალფრედო დაიბადა, შემდეგ კი – ეილინი.
ალფრედოს და ეილინის მშობლებს – ფატიმა მადრიგალს (Fatima Madrigal) და რობერტ ტრუხილიოს (Robert Trujillo) ახალშობილი ტყუპის კიდევ სამი შვილი ჰყავთ – 2 გოგონა და ერთი ბიჭი.
ბავშვების დედა ამბობს, რომ ძალიან უცნაური განცდაა, როდესაც ტყუპიდან ერთი შვილი სხვა წელს, თვეს და დღეს არის დაბადებუილი, მეორე კი – სხვა წელს, თვეს და დღეს.
ექიმების ცნობით, დედა და ბავშვები თავს კარგად გრძნობენ.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები