მოდა/სილამაზერჩევები

მარტივად მოსამზადებელი და ეფექტიანი კრემი სტრიებისა და ცელულიტის წინააღმდეგ

სტრიები და ცელულიტი ბევრი ქალის თავის ტკივილია. ცხადია, ყველას არ აქვს საშუალება, ძვირადღირებული პროცედურები ჩაიტაროს. ასეთ შემთხვევაში ქვემოთ მოყვანილი რეცეპტი გამოგადგებათ: თავად მოამზადეთ კრემი, რომელიც სტრიებისა და ცელულიტის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტიანია.

დაგჭირდებათ:

140 გ საბავშვო კრემი;

6 გ მუმიო;

2 ჩაის კოვზი ანადუღარი წყალი;

10 წვეთი ფორთოხლის ზეთი;

10 წვეთი ღვიის ეთერზეთი;

2-5 წვეთი დარიჩინის ზეთი (დარიჩინს ძალზე მკვეთრი სუნი აქვს, ამიტომ თითო წვეთობით დაუმატეთ, რომ თქვენთვის სასურველი ინტენსივობის სუნი მიიღოთ).

მომზადების წესი:

მუმიო მოათავსეთ მინის ან ემალის (არავითარ შემთხვევაში – ლითონის) ჭურჭელში; თუ აბებია, წინასწარ დაფხვენით, დაასხით 2 ჩ/კ ანადუღარი წყალი და 15 წუთს აცალეთ, რომ გაიხსნას – უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა, კოლტების გარეშე.

კრემის გამოყენება შეგიძლიათ დღეში 1-2-ჯერ. შეიზილეთ კანში პრობლემურ ადგილებზე მსუბუქი მასაჟით, საათის ისრის მიმართულებით. ერთ თვეში შედეგი შესამჩნევი იქნება. უმჯობესია, თუ კრემს შხაპის და სკრაბის შემდეგ გამოიყენებთ.

არაჩვეულებრივი სკრაბიც თავად შეგიძლიათ დაამზადოთ.

ტანის სკრაბი მუმიოსა და ყავისაგან

თითო ჩაის კოვზი მუმიო და დაფქული ყავა კარგად აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ ცოტაოდენი არომატული ეთერზეთი (ვარდის, ფორთოხლის თუ სხვა, რომელიც მოგწონთ), შემდეგ დაუმატეთ თითო ჩაის კოვზი ცელულიტის საწინააღმდეგო კრემი და ანადუღარი წყალი. კომპონენტები ერთმანეთში კარგად უნდა აურიოთ, სანამ მთლიანად ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. კანში შეიზილეთ მასაჟის მსგავსი მოძრაობებით 5 წუთის განმავლობაში, 10 წუთს გაიჩერეთ და შემდეგ ნელთბილი გამდინარე წყლით ჩამოიბანეთ.

ამ სკრაბით კანის დამუშავებისას უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, კანი თავისუფლდება მკვდარი უჯრედებისაგან. სკრაბი სხვადასხვა სახის დეფექტების აღმოფხვრას უწყობს ხელს და კანს გლუვს ხდის. მისი გამოყენება შეგიძლიათ კვირაში ორჯერ. კრემიც და სკრაბიც მაცივარში უნდა შეინახოთ, თორემ სასარგებლო თვისებებს დაკარგავს.

უმჯობესია მუმიოს კაფსულები იხმაროთ, რადგან წყალში ადვილად იხსნება, თან დოზირებულია; თუ აბები გაქვთ, წინასწარ უნდა დაფხვნათ.

მუმიო მართლა ბუნების საჩუქარია, მისი გამოყენების შედეგად:

  • მცირდება სტრიების ზომა და ისინი ნაკლებად შესამჩნევი ხდება;
  • იზრდება კანის სიმკვრივე;
  • ჩქარდება კანის უჯრედების რეგენერაციის პროცესი;
  • კანის საფარი მარაგდება მისთვის სასარგებლო და აუცილებელი მინერალებითა და ვიტამინებით;
  • უმჯობესდება კანის ზედაპირის რელიეფი და სხვ.

უკუჩვენებები:

მუმიოს, როგორც ყველა ბუნებრივ პროდუქტს, ცხადია, უკუჩვენებაც აქვს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ:

პირველ რიგში, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული 14 წლამდე ასაკის მოზარდებში;

აგრეთვე, უარი უნდა თქვათ მუმიოზე ალკოჰოლის მიღებისას.

კატეგორიულად აკრძალულია მუმიოს გამოყენება ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისათვის, შარდკენჭოვანი დაავადებების, სისხლდენების დროს, ინდივიდუალური აუტანლობისას და სიმსივნური წარმონაქმნების არსებობისას. ხანდაზმულმა ადამიანებმა მუმიოს გამოყენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close