ჰოროსკოპი

რომელი ქვა იტვირთებს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს

გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, რომელი ქვა დაგეხმარებათ, რომ 2022 წელი პროდუქტიულად და მხიარულად გაატაროთ.

ყველასთვის ცნობილია, რომ ქვებს განსაკუთრებული ძალა აქვს, მათ როგორც სარგებლის, ისე ზიანის მოტანა შეუძლიათ ადამიანისთვის.

განსაზღვრეთ თქვენთვის ხასიათითა და ენერგეტიკით შესაფერისი ქვა. ეს დაგეხმარებათ, რომ მიზნებს იოლად მიაღწიოთ.

ვერძი – სარდიონი (სერდოლიკი)

თუ გინდათ ოცნებები აგიხდეთ და ყველა ამოცანა წარმატებით განახორციელოთ, შეარჩიეთ 2022 წლის თილისმად ნარინჯისფერი სარდიონი. ხმაურიან და ამბიციურ ვერძებს ეს ძალიან დაგეხმარებათ.
ის ამაღლებს თავდაჯერებულობას, ხელს უწყობს ლიდერის თვისებების გამოვლენას. ბევრი ლეგენდის მიხედვით სარდიონი დედამიწაზე ჩამოვარდნილი მზის ნატეხია.

კურო – ზურმუხტი

მოვლენებითა და ფორს-მაჟორებით აღსავსე 2022 წლის „გადაგორებაში“ ზურმუხტი დაგეხმარებათ. ამ ქვას უძველესი დროიდან მათ ჩუქნიდნენ, ვისად სიმშვიდე ესაჭიროებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მშვიდ, მომთმენ მიწის სტიქიას წარმოადგენთ, კონფლიქტის ეპიცენტრში თუ მოხვდით, შენელებული მოქმედების ნაღმად იქცევით. ზურმუხტს კი ნეგატიური ენერგიის შთანთქმა შეუძლია.

ტყუპი – ოპალი

მომხიბლავ ოპალზე ზედაპირულად მსჯელობა არ შეიძლება – ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ქვის ქვეშ კაშკაშა და უნიკალური ფენები იმალება.

რადგანაც ტყუპებს 2022 წელს არაერთი გარდასახვა და დეკორაციების ცვლილება გელოდებათ, ოპალის გავლენამ შეიძლება დააბალანსოს განწყობის მუდმივი ცვლილებები. მომავალი წელი თქვენგან მოქნილობასა და ორიგინალობას მოითხოვს.

კირჩხიბი – მთვარის ქვა

მთვარის ქვა მოგცემთ ძალას, რომ 2022 წელს მაქსიმალურად წარმოაჩინოთ თქვენი შინაგანი „მე“. ის დაგეხმარებათ წარმოსახვის გაფართოებაში, სხვადასხვა ვითარებისა და პრობლემის სრულიად განსხვავებული კუთხით დანახვაში.

ეს ქვა, რომელიც ნამდვილ ჯადოსნურ არტეფაქტად გამოიყურება, თქვენი თილისმაა მომავალ წელს.

ლომი – ლალი

მტკიცე და დამამშვიდებელი ზურმუხტის სრული საპირისპირო – ლალი შეიძლება მხოლოდ ლომებს – ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს შეგხვედროდათ. ისე, როგორც არასდროს, გჭირდებათ გაბრწყინება მნიშვნელოვანი პიროვნებების წინაშე, რათა ყველა წამოწყება და იდეა პრაქტიკაში განახორციელოთ.
წითელი ლალი გააძლიერებს თქვენს მგზნებარე და ცვალებად ენერგეტიკას და „დაგამუხრუჭებთ“ კიდეც, რომ ნამდვილ ეგოისტად არ იქცეთ.

ქალწული – თოვლის ობსიდიანი

2022 წელს ასეთივე უჩვეულო კრისტალი შეგეფერებათ. ამ როლს ყველაზე კარგად წინააღმდეგობებით სავსე თოვლის ობსიდიანი შეასრულებს. თოვლის ქვას ზედაპირზე ფიფქის მსგავსი თეთრი ორნამენტის გამო უწოდებენ, თუმცა თვითონ ობსიდიანი ვულკანური მინაა, რომელსაც მხოლოდ ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ მოიპოვებენ.

სწორედ ასეთები ხართ ქალწულები – ერთი შეხედვით გულდახურული, უნდობი, მაგრამ თუ ღრმად ჩავიხედავთ… ყველა ოცნება რომ აგიხდეთ, შეიძინეთ ობსიდიანის ქვა. ის თქვენი საუკეთესო თვისებების გახსნაში დაგეხმარებათ.

სასწორი – ვარდისფერი კვარცი

თქვენ ვენერა გმართავთ. ბუნებრივი ხიბლი და ნებისმიერ სიტუაციაზე თუ ადამიანზე მორგება გჩვევიათ. ეს დაგეხმარებათ, რომ 2022 წელის ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს თქვენს ცხოვრებაში.

ვარდისფერი კვარცის თილისმად არჩევის შემთხვევაში გაძლიერდება თქვენი ფარული თვისებები, შეძლებთ საჭირო ადამიანების განწყობის მოპოვებას. ეს ქვა მშვიდი ენერგეტიკით ხასიათდება და ის თქვენი შესანიშნავი დამხმარე გახდება.

მორიელი – ონიქსი

თუ საიდუმლოს გავამხელთ, იმისთვის, რომ 2022 წელმა მხიარულად და პროდუქტიულად ჩაიაროს, არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ – ყველაფერი გაქვთ, რა თქმა უნდა, გარდა იდუმალებით მოცული ონიქსისა.

ასეა, მორიელი ხომ ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და ენერგეტიკულად ძლიერი ნიშანია. რომ გააძლიეროთ გავლენა და საჭირო ადამიანები მოიზიდოთ, ამაში ონიქსი დაგეხმარებათ, რომელიც უძველესი დროიდან ასოცირდება მაგიასთან.

მშვილდოსანი – ლაზურიტი

მოძრავი და ავანტიურული სულის მქონე მშვილდოსნებისთვის ფეხის აწყობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თუმცა არის ვითარებები, როდესაც თავად თქვენც არ შეგიძლიათ ერთი წამით შეჩერება და საკუთარ თავში ჩახედვა, რადგან ეს გაშინებთ.

თუ თილისმად კაშკაშა ლურჯ ლაზურიტს შეარჩევთ, გაგიადვილდებათ 2022 წლის ცვლად მოვლენებში ორიენტირება. ქვის სუფთა ენერგეტიკა თქვენს ცხოვრებაში სიცხადეს შემოიტანს, მოგცემთ საშუალებას, ნებისმიერ პრობლემას მხოლოდ ინტუიციის მეშვეობით გაუმკლავდეთ.

თხის რქა – კვამლა კვარცი

ზოდიაქოს არც ერთი ნიშანი არ მისდევს სტერეოტიპებს ისე ხშირად, როგორც ამას თხის რქა – ცივი, პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე ნიშანი აკეთებს; მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მათ ცხოვრებაში მუდმივად არის სიტუაციები, როდესაც დუღს მათი გონება და ყველაფერი ირგვლივ…

თუ არ გინდათ სტრესული სიტუაცია ახალი წლის დადგომისთანავე, კვამლა კვარცი, იგივე რაუხტოპაზი დაგეხმარებათ, რომ თქვენი ენერგეტიკა გაწონასწორებული იყოს და ყველაზე კრიტიკულ ვითარებაშიც გონებამოკრებილი დარჩეთ. ეს გჭირდებათ, პირველ რიგში, ხოლო სურვილებისა და ოცნებების ასრულება ქვების გარეშეც შეგიძლიათ.

მერწყული – აკვამარინი

თუ გინდათ, ახალ, 2022 წელს სარგებლობა მოუტანოთ საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც, საჭიროა კონტაქტების დალაგება. ამისთვის საუკეთესოა ცისფერი აკვამარინის ენერგეტიკა.

უძველეს დროში აკვამარინი ჯადოქრების საიდუმლო ნუსხაში აუცილებელი ქვა იყო. ამ ქვის აზრი არც დღეს შეცვლია – დღესაც მიიჩნევა, რომ თუ აკვამარინი შენთანაა, ზედმეტს არაფერს წამოროშავ და არ გაიფუჭებ ურთიერთობებს გარშემომყოფებთან.

თევზები – ფლუორიტი

2022 წელს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ რეალობას დიდხანს გამოეთიშოთ, არადა სწორედ თქვენი ნიშანია გამორჩეული მდიდარი ფანტაზიით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. მომაჯადოებელი ფლუორიტი ამ კუთხით თქვენი საუკეთესო თილისმა იქნება.

მისი დამამშვიდებელი ენერგეტიკა დაგეხმარებათ, მკაფიოდ გამიჯნოთ წარმოსახვა და რეალობა, არ გამოგეპაროთ მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც უხვად იქნება 2022 წელს.

ქვების განსაკუთრებული გავლენა ადამიანებმა ჯერ კიდევ უძველეს დროში შენიშნეს. ასე რომ, გაითვალისწინეთ ეს და შეარჩიეთ ქვა-თილისმა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close