„ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით…“ – გიორგი გაბუნია მაყურებელს დაემშვიდობა (ვიდეო)
ტელეკომპანია „მთავარზე“ ბოლო „პოსტ ფაქტუმი“ გავიდა ეთერში. საავტორო გადაცემის დასასრულს გიორგი გაბუნია, მაყურებელს ასე დაემშვიდობა: „ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით“. სხვა განმარტება წამყვანს არ გაუკეთებია.
„ეს იყო ამ წლის ბოლო „პოსტ ფაქტუმი“ და ბოლო სიუჟეტი, თუმცა გადაცემა ჯერ მაინც არ დასრულებულა, რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ წლის საუკეთესო სიუჟეტებს… ამ სიუჟეტებს თქვენ უკვე ჩემ გარეშე ნახავთ. მე, შესაბამისად, აქვე გისურვებთ ბედნიერ დღესასწაულებს და გემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით. კარგად იყავით!“ – განაცხადა გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.
არხის დირექტორი ნიკა გვარამია გიორგი გაბუნიას „მთავარი“ არხიდან წასვლას უარყოფს და აცხადებს, რომ გაბუნია არათუ არხიდან მიდის, პირიქით, „თანამდებობრივად წინაურდება“.
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია გაბუნიას არხიდან წასვლის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია არხის მენეჯმენტმა არც მაშინ დაადასტურა.
კომენტარები