fbpx
კრიმინალისპორტი

იტალიას ფეხბურთელების ძარცვის ტალღამ გადაუარა

იტალიას ფეხბურთელების ძარცვის ტალღამ გადაუარა – გასულ კვირაში ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა.

ყველაფერი დაიწყო „უდინეზეს“ ლეგენდის, ანტონიო დი ნატალიზე თავდასხმით საკუთარ ვილაში. ხუთ შეიარაღებულ კრიმინალს ანტონიო მიზანში ჰყავდა ამოღებული, სანამ მათ 30 000 ევროს ღირებულების საათი არ მისცა.

რამდენიმე დღის შემდეგ ბოროტმოქმედებმა „ჯენოას“ მეკარეს სალვატორ სირიგუს სახლიდან ოქრო და სხვა სამკაულები გაიტანეს. აივანიდან შეიპარნენ და განგაშის მიუხედავად პოლიციის მოსვლამდე უკვალოდ გაქრნენ.

კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ ადამ უნასს – „ნაპოლის“ ფეხბურთელს – მის სახლთან ჩაუსაფრდნენ, ავტოფარეხში შეიყვანეს, სადაც საათი, ფული და 5 ათას ევროს ღირებულების ყელსაბამი გამოძალეს.

სამშაბათს კი სტეფანო სენსს („ინტერის“ ფეხბურთელი) არ გაუმართლა – მძარცველები მის სახლში ფანჯრიდან შეიპარნენ და 200 ათასი ევროს სამკაულები მოიპარეს. კარგია, რომ ამ ყველაფერს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

logicbet.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close