ვიდეო

ისრაელის ელჩმა ნიკო ქაჯაიას სიმღერაზე იცეკვა საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს მხარდასაჭერად (ვიდეო)

ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რან გიდორი თავის ფეისბუქგვერდზე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს – იგი იმ სიმღერაზე ცეკვავს, რომლითაც ნიკო ქაჯაია ევროვიზიის საბავშვო კონკურსზე გამოვა. ებრაელი დიპლომატი ასე გულშემოტკივრობს საქართველოს წარმომადგენელს საბავშვო ევროვიზიაზე.

„ლამაზი ღიმილები დავთვალე💛

👇🤩მხარი დავუჭიროთ ნიკოს, – წერს ელჩი ფეისბუქში.

რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია პარიზში დღეს გაიმართება და მასში მონაწილეობას 19 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. ნიკო ქაჯაია კონკურსზე მეორე ნომრად წარდგება და შეასრულებს გიგა კუხიანიძის სიმღერას „დავთვალოთ ღიმილები“ („Lets Count the Smiles“), რომელიც ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზეა.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციას პარიზიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close