სპორტი

ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა შავდათუაშვილი აღიარა, ამომავალ ვარსკვლავად კი – ილია სულამანიძე (ვიდეო)

ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად ლაშა შავდათუაშვილი დაასახელა.

ქართული ძიუდოს ეს დიდი აღიარება შავდათუაშვილმა წლევანდელ ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით დაიმსახურა.

ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში ლაშა ძიუდოს თანამედროვე ლეგენდასთან, იაპონელ ონოსთან თანაბარ და მძიმე ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ძიუდოში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი სწორედ ოლიმპიადაა, ქართველი სპორტსმენი წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგის დაჯამებით საუკეთესოდ აღიარეს

ქართული ძიუდოს ტრიუმფი ლაშა შავდათუაშვილთან ერთად ილია სულამანიძემაც გაიზიარა, რომელიც ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ ამომავალ ვარსკვლავად დაასახელა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close