საზოგადოებასაქართველო

როცა რუსთაველი გირეკავს – თბილისში ქანდაკებები ალაპარაკდნენ (ვიდეო)

თუ ამ დღეებში თბილისში მდგარ რამდენიმე ცნობილ ქანდაკებასთან მოხვდებით, მათ წინ დამაგრებულ მრგვალ ლურჯ აბრას შენიშნავთ. არ დაიბნეთ, ეს წარწერა უბრალოდ იმას გეუბნებათ, რომ თუ სამ წუთს მათ გაუჩერდებით, ქანდაკებები დაგელაპარაკებიან.

შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ აი, როგორ უნდა მოვუსმინოთ, მაგალითად, ქართლის დედას – ქანდაკებასთან დამონტაჟებული კოდის დასკანერების შემდეგ ტელეფონი დაგირეკავთ, საკმარისია მწვანე ღილაკზე თითის დაჭერა და ქანდაკება თავის მოკლე მონოლოგს დაიწყებს.

ვინ რას მოგიყვებათ, ამის გაგება ადგილზევე ჯობს, თუმცა აი, რამდენიმე ფრაგმენტი წარმოდგენის შესაქმნელად:

სულ თბილისში ამ ეტაპზე რვა ქანდაკება ალაპარაკდა:

ტექსტების დაწერა ქართველ მწერლებს (რატი ამაღლობელი, ეკატერინე ტოგონიძე, დათო ტურაშვილი, ალეკო შუღლაძე, გიორგი კეკელიძე, შოთა იათაშვილი, ეკა ქევანიშვილი, ივა ფეზუაშვილი) მიანდეს, საკუთარი ინტეპრეტაციით და იმის წარმოდგენით, თუ რას ეტყოდნენ გამვლელებს გალაკტიონი, რუსთაველი თუ გოგლა ლეონიძე და სხვები.

დაწერილი ტექსტები მსახიობებმა (ნინო კასრაძე, ბექა სონღულაშვილი, ლაშა გურგენიძე, ბაჩო ჩაჩიბაია, თემიკო ჭიჭინაძე, კახა კინწურაშვილი, დავით ბეშიტაიშვილი) გაახმოვანეს – მოსმენა შესაძლებელია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მოლაპარაკე ქანდაკებების ინგლისურენოვან ვებსაიტზე უკვე თბილისიც გამოჩნდა.

თბილისამდე ცნობილი ქანდაკებები მსოფლიოს 12-მდე დიდ ქალაქში აალაპარაკეს. აი, აქ შეგიძლიათ ნახოთ, მაგალითად, რას ამბობს ცნობილი მწერალი გერტრუდ სტაინი ან მოისმინოთ ამერიკის მე-16 პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის მიმართვა.

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close