ჩვენი ფავორიტიხელოვნებასაქართველო

ხმა მიეცი საქართველოს! ხმა მიეცი ნიკო ქაჯაიას – საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა დაიწყო

ხმა მიეცი საქართველოს! მიიღე მონაწილეობა ონლაინ ხმის მიცემაში. საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან მხარი დაუჭირე საქართველოს ხმას – ნიკო ქაჯაიას!

ხმის მიცემა დღეს, 23:00 საათზე დაიწყო, ვებგვერდზე – vote.junioreurovision.tv და შეწყდება 19 დეკემბერს, საბავშვო ევროვიზიის კონცერტის დაწყებამდე. ხმის მიცემა კვლავ განახლდება 15 წუთით მას შემდეგ, რაც ყველა საკონკურსო სიმღერა შესრულდება.

საქართველოს წარმომადგენელთან ერთად შეგიძლიათ ხმა მისცეთ კიდევ ორ კონკურსანტს. მაყურებლის მიერ მიცემული ხმები განსაზღვრავს საბოლოო შედეგის ნახევარს, მეორე ნახევარს კი ჟიური გადაწყვეტს. გაიმარჯვებს ის სიმღერა, რომელიც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს.

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია 19 დეკემბერს „ლა სენ მუსიქალის“ სცენაზე მეორე ნომრად წარდგება.

პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ნიკო ქაჯაია საბავშვო ევროვიზიაზე შეასრულებს გიგა კუხიანიძის სიმღერას „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets count the smiles).

რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია პარიზში 19 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 19 ქვეყანა მიიღებს. ტრადიციულად, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close