„დამბურძგლა, ქართული სიტყვები რომ მოვისმინე“ – თამთა გოდუაძის პირველი ქართულ-ბერძნული სიმღერა (ვიდეო)
საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა თამთა გოდუაძემ პირველი ბერძნულ-ქართული სიმღერა ჩაწერა, რომელსაც დიდი მოწონება ხვდა წილად, მათ შორის, რა თქმა უნდა, საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს შორის.
თამთამ თავისი ახალი სინგლი IAMSTRONG-თან თანამშრომლობით გამოუშვა, პრემიერა 30 ნოემბერს გაიმართა.
სიმღერას დადებითად აფასებს ბერძნული მედია. „დისკოგრაფიაში თავისი 17-წლიანი კარიერის განმავლობაში თამთა, პრაქტიკულად, პირველად მღერის ტექსტს თავის მშობლიურ ენაზე – ქართულად“, – აღნიშნავს mikrofwno.gr.
„თანამედროვე, საშუალო ტემპის მქონე «N.E.R.O.» უჩვეულო მუსიკალური ნარევია ბგერებისა და განწყობებისა, რომელიც განსაკუთრებულ ატმოსფერულ ეფექტს ქმნის“, – წერს გამოცემა.
Youtube-ზე 2 კვირის წინათ, 30 ნოემბერს განთავსებულ თამთას ახალ ვიდეორგოლს – N.E.R.O.-ს ამ დროისთვის 114 ათასამდე ნახვა.
„სულ სხვანაირი მოსასმენია ქართული სიტყვები ❤️ ნამდვილი ვარსკვლავი ხარ ❤“
Εξαιρετική!!! με πολύ υψηλή αισθητική οι δουλειές που κάνει. Διεθνών προδιαγραφών!!! (შეუდარებელი!!! ძალიან მაღალი დონის ესთეტიკური შესრულებაა! საერთაშორისო სტანდარტებით!) – ესეც ბერძნის შეფასებაა.
ნახეთ თამთას ახალი ვიდეორგოლის „ვიზუალური დღესასწაული“ (როგორც მას mikrofwno.gr უწოდებს).
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები